საყურადღებო ინფორმაცია!

  •  მიმდინარეობს რეგისტრაცია სკოლა პეგასის VI კლასში
  •  გაიარეთ რეგისტრაცია და გახადეთ თქვენი შვილის ცხოვრება საინტერესო, სახალისო, დატვირთული და წარმატებული სკოლა "პეგასთან" ერთად
  • საბუთები მიიღება 1მარტიდან 23 მარტამდე,
  • გასაუბრება 25 მარტს 15 საათზე
  • საკონტაქტო ტელეფონი: 599 38 99 89; 592 30 06 89;
  • ელ -ფოსტა: skolapegas@gmail.com

 

 

გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2020 /

Quidditch ინტელექტუალური თამაში!

  • Quidditch Intellectual Competitions არის  The King's and Queen's Club-ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს გუნდებს შორის ინტელექტუალურ შერკინებას.
  • თბილისის გამარჯვებული გახდა სკოლა “პეგასის” გუნდი LIMBO 

გამოქვეყნებულია: 26 თებერვალი 2020 /

სკოლა "პეგასში" მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება
  • დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი
  •  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება
  • მოსწავლის ფოტოსურათი 3/4 და CD დისკი
  • მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა
  • მოსწავლეთა საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 11-დან 17 საათამდე
  • გასაუბრება ჩატარდება 8 ივნისს, 10 საათზე

გამოქვეყნებულია: 17 თებერვალი 2020 /

კერძო სკოლა "პეგასი" აცხადებს მიღებას II-XII კლასებში

  • ჩვენი პრიორიტეტია - მაღალი ხარისხი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება
  • ვირჩევთ ინოვაციური მიდგომებით სწავლებას და გთავაზობთ:
  • ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს
  • უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლას-კაბინეტებს
  • ეფექტურ და დინამიკურ სასწავლო პროგრამებს
  • პროფესიონალ აკადემიურ პერსონალს
  • დისციპლინების გაღრმავებულ სწავლებას 
  • შემოქმედებითი საქმინობის წახალისებასა და ხელშეწყობას
  • მოსწავლეთა საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 11-დან 17 საათამდე

გამოქვეყნებულია: 14 თებერვალი 2020 /

"საუკუნის მკვლელობა"

   მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკური ფიგურა, ერის მამად წოდებული და ილია მართლის სახელით წმინდანად მოხსენიებული „წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი“ . ილია მართლაც მთელი ეპოქა იყო, მაგრამ ეპოქა არ ყოფილა მხოლოდ ილია. ასე რომ ყოფილიყო, ეტლში მჯდარი მოხუცებულის ფრაზაზე „ არ მესროლოთ ილია ვარ“, წიწამურში ტყვია არ გავარდებოდა. ასე რომ ყოფილიყო, მისი მკვლელი მთელი ცხოვრების მანძილზე ფულად ჯილდოს არ მიიღებდა ეპოქის საუკუნის მკვლელობაში. ასე რომ ყოფილიყო „ფურთხის ღირსი“ არ გახდებოდა საქართველო. მაგრამ, განა ყველა კაცია ადამიანი?!
   ასე რომ ყოფილიყო ალბათ არც მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ არ შედგებოდა, რომელსაც სკოლა პეგასის V-VI კლასის მოსწავლეები დაესწრენ. ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის ბიოგრაფიულ ფაქტებზე აგებულმა სპექტაკლმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

გამოქვეყნებულია: 08 დეკემბერი 2017 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად