ინგლისური ენის გაკვეთილი

I კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სწავლების თანამედროვე მეთოდები. 
გაკვეთილი წარიმართა ხალისიანად.

გამოქვეყნებულია: 15 დეკემბერი 2017 /

“Quidditch” ინტელექტუალური შეჯიბრი

  “Quidditch” ინტელექტუალური შეჯიბრი „ინგლისური წიგნი საქართველოში“ და „Macmillan Education” ერთობლივი პროექტა. 
პეგასის X-XII კლასის მოსწავლეები ნახევარფინალში გადავიდნენ. თამაში საკმაოდ დაძაბული იყო თუმცა პეგასელებს მობილიზება არ დაუკარგავთ.

გამოქვეყნებულია: 12 დეკემბერი 2017 /

"მსოფლიოს შვიდი საოცრება"

   VII კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, თემაზე: "მსოფლიოს შვიდი საოცრება". მათ ისაუბრეს მსოფლიო საოცრებათა ადგილმდებარეობასა და მნიშვნელობაზე. გამოთქვეს აზრი, თუ რომელ ღირშესანიშნაობას დაამატებდნენ საოცრებათა სიაში თავიანთი თვალსაზრისით.
  „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ უძველესი ცივილიზაციებიდან არის შემორჩენილი. შვიდივე საოცრება ადამიანის ხელით არის შექმნილი. მსოფილოს შვიდი საოცრება დღემდე ეფექტური და შეუდარებელია, ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ ჰერედოტეს მიერ განსაზღვრულ იქნა ეს საოცრებები. ამ საოცრებებიდან დღემდე მხოლოდ შემორჩენილია ხეოფსის პირამიდა, რომელსაც ასევე გიზას პირამიდას ეძახიან.

გამოქვეყნებულია: 11 დეკემბერი 2017 /

"საუკუნის მკვლელობა"

   მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკური ფიგურა, ერის მამად წოდებული და ილია მართლის სახელით წმინდანად მოხსენიებული „წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი“ . ილია მართლაც მთელი ეპოქა იყო, მაგრამ ეპოქა არ ყოფილა მხოლოდ ილია. ასე რომ ყოფილიყო, ეტლში მჯდარი მოხუცებულის ფრაზაზე „ არ მესროლოთ ილია ვარ“, წიწამურში ტყვია არ გავარდებოდა. ასე რომ ყოფილიყო, მისი მკვლელი მთელი ცხოვრების მანძილზე ფულად ჯილდოს არ მიიღებდა ეპოქის საუკუნის მკვლელობაში. ასე რომ ყოფილიყო „ფურთხის ღირსი“ არ გახდებოდა საქართველო. მაგრამ, განა ყველა კაცია ადამიანი?!
   ასე რომ ყოფილიყო ალბათ არც მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ არ შედგებოდა, რომელსაც სკოლა პეგასის V-VI კლასის მოსწავლეები დაესწრენ. ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის ბიოგრაფიულ ფაქტებზე აგებულმა სპექტაკლმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

გამოქვეყნებულია: 08 დეკემბერი 2017 /

ინგლისური ენის გაკვეთილი

    სკოლა „პეგასის“ მე-10 კლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე  „გასაუბრება სამსახურის მაძიებლებთან“ .

    გაკვეთილის მიზანი იყო წერა-კითხვის, კომუნიკაციისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარება. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად საკვანძო საკითხებს გამოყოფდა და მათთან ერთად აჯამებდა კიდეც სხვადასხვა აქტივობის გამოყენებით.

   გაკვეთილი წარიმართა ხალისიანად, პიროვნული თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპით. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ინგლისური ენის ცოდნა.

 


   

გამოქვეყნებულია: 04 დეკემბერი 2017 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად