"ალექსანდრე მაკედონელი"

 

სკოლა "პეგასის" VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე "ალექსანდრე მაკედონელი". იგი იყო ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო;      პრეზენტაცია მომზადდა „სლაიდშოუს“ სახით. პროცესი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო. აღნიშნული პრეზენტაციები, როგორც კვლევის შემცველი აქტივობა, საკონფერენციო თემების მომზადებას შეუწყობს ხელს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი დემურ ავალიანი და სხვა პედაგოგები.

გამოქვეყნებულია: 18 ნოემბერი 2016 /

"პრეისტორია"

   სკოლა "პეგასის" IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე "პრეისტორია". მოსწავლეებმა ისაუბრეს საზოგადოების განვითარების უძველეს ხანაზე, რომლის შესახებაც წერილობითი ძეგლები არ მოგვეპოვება.
   პრეზენტაცია მომზადდა „სლაიდშოუს“ სახით. პროცესი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო. აღნიშნული პრეზენტაციები, როგორც კვლევის შემცველი აქტივობა, საკონფერენციო თემების მომზადებას შეუწყობს ხელს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი დემურ ავალიანი და სხვა პედაგოგები.
 

გამოქვეყნებულია: 25 ოქტომბერი 2016 /

გახდი აქტიური ახალგაზრდა

    სკოლა "პეგასში" განხორციელდა პროექტი "გახდი აქტიური ახალგაზრდა", რომელიც განახორციელა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაცია-  "start now".  პროექტი დაფინანსდა -დანაშაულთა პრევენციის ცენტრის მიერ.
    პროექტის მიზანია, მოუწოდოს ახალგაზრდებს წინ აღუდგნენ ძალადობას, ბულინგს, ნარკომანიას და არ დარჩნენ გულგრილნი მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, აქტიურად შეეცადონ სიტუაციის შეცვლას.

გამოქვეყნებულია: 07 ოქტომბერი 2016 /

სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია "უგვირგვინო მეფეები"


  2015 წლის 23 დეკემბერს თბილისის კერძო სკოლა „პეგასის“ ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია – „უგვირგვინო მეფეები“, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175-ე და გარდაცვალებიდან მე-100 , ვაჟა ფშაველას გარდაცვალებიდან მე-100 და გალაკტიონ ტაბიძის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 100 წლისთავს. 
  პროექტის ავტორები: კერძო სკოლა „პეგასის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები – ირმა ხუნდაძე, ნინო ახვლედიანი და ნინო ბოკელავაძე.
  კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს VII-VIII კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდა მოწვეული ჟიური ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: მიხეილ ქართველიშვილი, ჭაბუკა მეტონიძე და გიორგი ჩართოლანი. ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორებიც წიგნებით დასაჩუქრდნენ. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.

გამოქვეყნებულია: 26 დეკემბერი 2015 /

პრეზენტაცია ისტორიაში "თამარ მეფე"

asdaa
    V კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია საქართველოს მონარქის, თმარ მეფის უაღრესად წარმატებულ მმართველობის ხანაზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის ადრეულ წლებზე, ქორწინებაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
პრეზენტაცია მომზადდა "სლაიდშოუს" სახით. პროცესი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო. მსგავსი პრეზენტაციები, როგორც კვლევის შემცველი აქტივობა, საკონფერენციო თემების მომზადებას შეუწყობს ხელს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, დემურ ავალიანი და სხვა პედაგოგები.

გამოქვეყნებულია: 25 დეკემბერი 2014 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად