პრეზენტაცია ისტორიაში თემაზე "მიწიური კერპების შემოღებიდან, გაქრისტიანებამდე".

322
     VI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე "მიწიური კერპების შემოღებიდან, გაქრისტიანებამდე". მოსწავლეებმა ისაუბრეს "ქართლის ცხოვრების" მიხედვით შვიდი კერპის შესახებ: გაცის, გაიმის,არმაზის, აინინა, დანანას, აფროდიტოსის მსახურების შესახებ.
    პრეზენტაცია მომზადდა "სლიდშოუს" სახით. პროცესი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და სხვა პედაგოგები.
    სკოლის დირექტორმა დემურ ავალიანმა სიგელებით დააჯილდოვა მოსწავლეები, პრეზენტაციაში აქტიური მონაწილეობისათვის.

გამოქვეყნებულია: 22 დეკემბერი 2014 / ვრცლად »»

გერმანული „ჰოლოკოსტი“ და რუსული „ჰოლოდომორი“

      სკოლა „პეგასის“ VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: გერმანული „ჰოლოკოსტი“ და რუსული „ჰოლოდომორი“.  სადაც ისაუბრეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებულ გენოციდზე. 

გამოქვეყნებულია: 05 მაისი 2014 / ვრცლად »»

ერეკლე მეორე

სკოლა "პეგასის" X კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე "ქართლ-კახეთის სამეფო ერეკლე II-ის დროს" 

 

 

გამოქვეყნებულია: 30 აპრილი 2014 / ვრცლად »»

"დანაშაული და სასჯელი"

       2014 წლის 6 მარტს სკოლა ,,პეგასის“ მე-5 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა  ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - ,,დანაშაული და სასჯელი“. კლასი დაყო ჯგუფებად  და თითოეულს თავისი ფუნქცია და როლი დააკისრა. ერთ-ერთი ჯგუფის ფუნქცია იყო მოსამართლეობა. მას უნდა შეეფასებინა აქტივობაში ჩართული მოსწავლეების მომზადების ხარისხი, დასკვნით ნაწილში ,,უზენაესი სასამართლოს“  კოლეგიამ შეაფასა სასამართლოს სამართლიანობა. მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს თხრობით, კითხვის დასმის ხელოვნებით, შესწავლილი მასალის გახსენებით, სამართლიანი შეფასებისა და თვითშეფასების უნარით.

      გაკვეთილი იყო  საინტერესო, თითოეული  მოსწავლე ჩართული იყო პროცესში, გამოვლინდა მათი ანალიზისა და სინთეზის უნარი, მოემატათ თავდაჯერებულობა. გამოთქვეს სურვილი, რომ ყოველი თავის შეჯამება ამ ფორმატით ჩატარდეს.

გამოქვეყნებულია: 06 მარტი 2014 / ვრცლად »»

VIII-IX კლასის გაკვეთილი ფიზიკაში-ფარადეის უნიპოლარული (ერთპოლუსიანი) ძრავა

   მისი მთავარი ნაწილია ცილინდრული დენგამტარი (ან დაფარული დენგამტარი ფენით) მაგნიტი (აქ ნაჩვენებ ვიდეოფრაგმენტებში გამოყენებულია ( неодимовые магниты-ნიობიმური მაგნიტი).
     მოსწავლეებს თავისუფლად შეუძლიათ ახსნან მისი მუშაობა: თავისუფალ მუხტებზე, რომლებიც მაგნიტის ღერძის რადიალურად მოძრაობენ მისი ფერსოსაკენ ან პირიქით, მაგნიტის მაგნიტურ ველში მოქმედებს ლორენცის ძალა, რომლის მიმართულება განისაზვრება მარჯვენა ხელის წესით. სწორედ ეს ძალა ქმნის მაბრუნებელ მომენტს.

გამოქვეყნებულია: 03 თებერვალი 2014 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად