პრეზენტაცია ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესახებ ინგლისურ ენაში

      სკოლა "პეგასის" VIII -IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ცნობილი ადამიანების ცხოვრება-შემოქმედების შესახებ. VIII კლასმა ისაუბრა იოჰან გუტენბერგზე, ხოლო IX კლასმა წარმოადგინა მარკო პოლოს ცხოვრება და შემოქმედება. ისინი შეეჯიბრნენ ერთმანეთს განვლილი, მასალის სიღრმისეულ ცოდნაში, სისწრაფესა და გამოთქმაში. 

გამოქვეყნებულია: 16 დეკემბერი 2013 / ვრცლად »»

"შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე"

     შიდსის კვირეულთან დაკავშირებით სკოლა "პეგასის" VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია XXI საუკუნის "შავი ჭირის" შესახებ. მოსწავლეებმა ისაუბრეს შიდსის წარმოშობის შესახებ, მისი გადაცემის გზებზე და პრევენციებზე.

გამოქვეყნებულია: 01 დეკემბერი 2013 / ვრცლად »»

"მთაწმინდის მთვარე"

   სკოლა  "პეგასის" მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს "პოეტების მეფე" გალაკტიონ ტაბიძე, წაიკითხეს მისი ლექსები, მოისმინეს მის მიერ წაკითხული ლექსი "მთაწმინდის მთვარე".

გამოქვეყნებულია: 29 ნოემბერი 2013 / ვრცლად »»

"ეგვიპტის საიდუმლოებანი"

     20 ნოემბერს სკოლა „პეგასის“ VII კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ეკა კუხიანიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ეგვიპტის საიდუმლოებანი“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ეგვიპტის  ყველაზე ცნობილ დედოფლებზე და ფარაონებზე, (ჰატშეფსუტი, ეხნატონი, ნეფერტიტი, ტუტანხამონი, რამზეს II, კლეოპატრა VII) მათ მოღვაწეობასა და აღსასრულზე.

პრეზენტაცია  მომზადდა „სლაიდშოუს“ სახით. პროცესი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო. აღნიშნული პრეზენტაციები, როგორც კვლევის შემცველი აქტივობა, საკონფერენციო თემების მომზადებას შეუწყობს ხელს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი დემურ ავალიანი და სხვა პედაგოგები.

გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი 2013 / ვრცლად »»

"საქართველოს მთიანი კუთხე- ხევსურეთი"

     სკოლა  "პეგასის" IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია  თემაზე "საქართველოს მთიანი კუთხე-ხევსურეთი".  პროექტის ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კობიაშვილი.

     27-28 სექტემბერს IX კლასი გაემგზავრა ხევსურეთში, სადაც მოიპოვეს უამრავი ფოტო-ვიდეო  მასალა. ნანახი, განცდილი, შესწავლილი, მოძიებული მასალით გააკეთეს პრეზენტაცია და გააცნეს მოწვეულ სტუმრებს.

გამოქვეყნებულია: 15 ნოემბერი 2013 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად