"მთაწმინდის პანთეონის მკვიდრნი"

      სკოლა  "პეგასის" VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი-"მთაწმინდის პანთეონის მკვიდრნი". პროექტის ავტორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  მაია კობიაშვილი. მოსწავლეებმა პრეზენტაციისთვის გამოიყენეს 15 ოქტომბერს მოწყობილ ექსკურსიაზე მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალა, მოიძიეს დიდ  ქართველთა და წმინდანთა შესახებ საინტერესო ინფორმაცია და გააცნეს მოწვეულ სტუმრებს. 

გამოქვეყნებულია: 13 ნოემბერი 2013 / ვრცლად »»

"დმანისი-ცივილიზაციის უძველესი კერა"

   სკოლა "პეგასის" VI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე " დმანისი-ცივილიზაციის უძველესი კერა". მოსწავლეებმა ისაუბრეს დმანისში  აღმოჩენილ თავის ქალებზე, რომელიც 1,7 მილიონი წლით თარიღდება და განამტკიცეს აზრი იმის შესახებ, რომ ქართველები უძველესი ევროპელები არიან.

გამოქვეყნებულია: 07 ნოემბერი 2013 / ვრცლად »»

"პატარა ინტელექტუალი"

   IV კლასელებმა  (დამრიგებელი– ქ.სუთიაშვილი) გამართეს ვიქტორინა "პატარა ინტელექტუალი". 

  თამაშის წესები: მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად. სამი ტური–თითოეულში 10 საკითხია–(ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, ზოგადი უნარი, მუსიკა, რელიგია, სპორტი) შერჩეულია საპროგრამო და კლასგარეშე მასალა. (დრო 20–20 წთ) ობიექტური ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლინდა კლასის გამარჯვებული.

 

    

გამოქვეყნებულია: 05 ივნისი 2013 /

"ფიზიკის მიღწევების გამოყენება ჩვენს ცხოვრებაში"

       X კლასში ჩატარდა პრეზენტაცია ფიზიკაში. თემაზე "ფიზიკის მიღწევების გამოყენება ჩვენს ცხოვრებაში". კლასი დაიყო ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცა სხვადასხვა თემა დასამუშავებლად.

     მათ ევალებოდათ მოეპოვებინათ ინფორმაცია ფიზიკის სხვადასხვა ნაწილის გამოყენებისა და მნიშვნელობის შესახებ. დაეხასიათებინათ თითოეული პროცესი და ემსჯელად მათი გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

გამოქვეყნებულია: 27 მაისი 2013 / ვრცლად »»

მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები

   სკოლა "პეგასის" VII  კლასის მოსწავლეებმა, წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე: "მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები." მათ ისაუბრეს მსოფლიო საოცრებათა ადგილმდებარეობასა და მნიშვნელობაზე. გამოთქვეს აზრი, თუ რომელ ღირშესანიშნაობას დაამატებდნენ საოცრებათა სიაში თავიანთი თვალსაზრისით.

გამოქვეყნებულია: 05 მარტი 2013 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად