"დედაენის" დღე

14 აპრილი "დედაენის" დღეა. სკოლა „პეგასის“ I-II კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილი დედაენის ძეგლთან. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და გადაეცათ ხელნაკეთი დედაენები.

გამოქვეყნებულია: 12 აპრილი 2017 /

შიდასასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში (ფინალი)

სკოლა „პეგასში“ ჩატარდა ფინალური თამაში ჭადრაკში. გამარჯვებული გახდა V კლასის მოსწავლე ვაჩე გოგიტაშვილი. ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ყველაზე ნორჩმა მოთამაშეებმა, პირველკლასელებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და მედლები.

გამოქვეყნებულია: 10 აპრილი 2017 /

საქველმოქმედო აქცია

სკოლა "პეგასი" საახალწლოდ ესტუმრა იაშვილის სახელობის კლინიკას.

გამოქვეყნებულია: 29 დეკემბერი 2016 /

მზეო, ამოდი, ამოდი!

   სკოლა “პეგასში” გაიმართა თოჯინების თეატრალური წარმოდგენა „მზეო, ამოიდი, ამოდი!“ ესწრებოდნენ ბაღისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეები. სპექტაკლი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს მოქმედებებს და მხურვალე აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვეს. აქტივობის დასასრულს მსახიობებთან და თოჯინებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

გამოქვეყნებულია: 22 დეკემბერი 2016 /

"მაწანწალა რასმუსი"

   IV კლასმა წაიკითხა ასტრიდ ლინდგრენის „მაწანწალა რასმუსი“. მოაწყვეს წიგნის პრეზენტაცია, დაამზადეს კედლის გაზეთი, იმსჯელეს პერსონაჟებზე და თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს თანატოლებს.

გამოქვეყნებულია: 22 დეკემბერი 2016 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად