შემაჯამებელი გაკვეთილი "ცხოველები წიგნებში"

     III კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე „ცხოველები წიგნებში“. მოსწავლეებმა გაითამაშეს შესაბამისი როლები. მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებსა და ჯგუფებში. მოსწავლეები შეფასდნენ განმავითარებელი შეფასებით.

გამოქვეყნებულია: 14 დეკემბერი 2016 /

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში

     IV ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში თემაზე: "ცისა და მიწის მეფეები" მოსწავლეები მუშაობდნენ გუნდური პრინციპით. შესრულდა აქტივობები ირივე საგანში. მოსწავლეები შეფასდნენ განმავითარებელი შეფასებითა და "ღიმილებით".

გამოქვეყნებულია: 13 დეკემბერი 2016 /

"მოგზაურობა ისტორიაში"

    სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გაშუქდა ანიმაციური ფილმები რელიგურ თემებზე. წმინდა ნინოს ცხოვრება, წმინდა გიორგის სასწაულები, დიდგორის ბრძოლა. მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს ნახატებითა და წერილობით.

გამოქვეყნებულია: 09 დეკემბერი 2016 /

,,ჩვენ ვართ ტოლერანტები’’

     

         სკოლა "პეგასის" VI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს რელიგური ტოლერანტობისადმი მიძღვნილი საკლუბო აქცია ,,ჩვენ ვართ ტოლერანტები’’. კლუბის წევრებმა ისაუბრეს სხვადასხვა რელიგიის მნიშვნელობაზე თანამედროვე მულტიკულტურულ ეპოქაში. შემდეგ ეწვივნენ ძველი თბილისის უბანში მდებარე სხვადასხვა კულტურულ და რელიგიურ ძეგლებს: წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სინაგოგას, ჯუმა-მეჩეთს, სომხურ ეკლესიას, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერს.

გამოქვეყნებულია: 07 დეკემბერი 2016 /

ცირკი "პეგასში"

     ზამთრის სეზონი მხიარულად დაიწყო სკოლა „პეგასში“. 1 დეკემბერს გვეწვია ცირკი. საცირკო ნომრები, სახალისო იყო. ბაღისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ილუზიონისტები, მარიონეტები და მხიარული ძაღლები.

გამოქვეყნებულია: 01 დეკემბერი 2016 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად