"საუკუნის მკვლელობა"

   
სკოლა პეგასის VII-VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატში, სადაც დაესწრნენ წარმოდგენას „საუკუნის მკვლელობა“ . რომელსაც საფუძვლად დაედო ლიტერატურული პიესა, სპეციალურად მოსწავლეთათვის შექმნილი. იგი ილიას შესახებ პირველი მხატვრული ნაწარმოებია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.

გამოქვეყნებულია: 01 დეკემბერი 2016 /

"დედა ენა"

 

 საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ინიციატივით გამოცხადდა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 176-ე და "დედა ენის" 140 წლისადმი მიძღვნილი კვირეული.

     სკოლა "პეგასის" დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს ლექსები, დაამზადეს კედლის გაზეთები, ხელისგულისოდენა წიგნები,მოამზადეს პრეზენტაცია იაკობის ცხოვრების შესახებ. ღონისძიება დააგვირგვინეს ლიტერატურული კომპოზიციით, ნოდარ დუმბაძის "ჩვენი საუნჯის" მიხედვით.

გამოქვეყნებულია: 10 ნოემბერი 2016 /

"ჩვენ ვართ ტოლერანტები"

     სკოლა "პეგასის" VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს რელიგური ტოლერანტობისადმი მიძღვნილი საკლუბო აქცია ,,ჩვენ ვართ ტოლერანტები’’. კლუბის წევრებმა ისაუბრეს სხვადასხვა რელიგიის მნიშვნელობაზე თანამედროვე მულტიკულტურულ ეპოქაში. შემდეგ ეწვივნენ ძველი თბილისის უბანში მდებარე სხვადასხვა კულტურულ და რელიგიურ ძეგლებს: მეჩეთს, სომხურ ეკლესიას, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერს.

გამოქვეყნებულია: 04 ნოემბერი 2016 /

"იდიოტის მონათხრობი"

  4 ივნისს სკოლა "პეგასის" VIII-X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი "იდიოტის მონათხრობი" შექსპირის ტრაგედიების მიხედვით.

გამოქვეყნებულია: 04 ივნისი 2016 /

"სალამურა"

   3 ივნისს სკოლა ,,პეგასის“ III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი ,,სალამურას თავგადასავალი“ არჩილ სულაკაურის ზღაპრის მიხედვით. მოსწავლეებმა ნაწარმოები გაითამაშეს როლებში. შეძლეს პერსონაჟების ძირითადი თვისებების გამოკვეთა-დახასიათება, თუ რომელი საქციელია მათთვის მისაღები, გამოხატეს თითოეული პერსონაჟის მიმართ ემოცია. პატარა მსახიობებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

გამოქვეყნებულია: 03 ივნისი 2016 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად