"სტუმრად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში"

  31 მაისს სკოლა "პეგასის" მოსწავლეები ესტუმრნენ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე იქ განსვენებულ საზოგადო მოღვაწეთა შესახებ.

გამოქვეყნებულია: 02 ივნისი 2016 /

რა? სად? როდის?

 

 

       სკოლა "პეგასის" გაზაფხულის სეზონის ფინალურ თამაშში მონაწილეობა მიიღეს IV კლასის მოსწავლეებმა, მათ წინააღმდეგ თამაშობდნენ საგნის პედაგოგები. თამაში დასრულდა მოსწავლეთა ტრიუმფალური გამარჯვებით. ინტელექტუალებს გამარჯვებისთვის სიმბოლურად გადაეცათ "ბუ".

გამოქვეყნებულია: 27 მაისი 2016 /

იმიტირებული გაკვეთილი

I კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი "ციხე-დარბაზი". გაიაზრეს თუ როგორი უნდა იყვნენ სასურველი მეგობრები. გაიხსენეს ანდაზები მეგობრობაზე, იმსჯელეს და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, გაითამაშეს როლები.

გამოქვეყნებულია: 20 მაისი 2016 /

,,მაწანწალა რასმუსი“

   IV კლასის მოსწავლეებმა კლასგარეშე კითხვის საათზე წარადგინეს ასტრიდ ლინდგრენის      ,,მაწანწალა რასმუსი“.

იმსჯელეს ნაწარმოების დადებით და უარყოფით მხარეებზე. დაამზადეს თვალსაჩინოება.

გამოქვეყნებულია: 19 მაისი 2016 /

"რწყილი და ჭიანჭველა"

21 ივნისს სკოლა "პეგასთან" არსებულ საბავშვო ბაღში "Kinder garden" აღსაზრდელებმა გამართეს სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა".

გამოქვეყნებულია: 19 მაისი 2016 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად