ეტალონი

 

22 აპრილს სკოლა "პეგასში" ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "ეტალონი" - V კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე შეიმოსა ქუდითა და მანტიით, ხოლო თამაშის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები.

გამოქვეყნებულია: 22 აპრილი 2016 /

"ფარნავაზიდან იაკობამდე"

14 აპრილი დედა ენის დღეა. სკოლა "პეგასში" ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა. გაითამაშეს მინისპექტაკლი "ფარნავაზიდან იაკობამდე".

გამოქვეყნებულია: 14 აპრილი 2016 /

"ხელისგულებზე წაგლეჯილი სამშობლო მტკივა"

  12 აპრილს კერძო სკოლა „პეგასის“ ორგანიზებით საპატრიარქოს ტელევიზია   „ერთსულოვნების“ დარბაზში გაიმართა ლიტერატურულ-თეატრალიზებული  წარმოდგენა პატრიოტულ მოტივზე, სახელწოდებით „ხელისგულებზე წაგლეჯილი სამშობლო მტკივა“, რომელშიც მონაწილეობდნენ VI,VII და VIII  კლასის  მოსწავლეები. პროექტი მიეძღვნა ეროვნულ პრობლემატიკას: დაკარგულ ტერიტორიებს, დაცარიელებულ სოფლებს, ემიგრანტ ქართველებს და სხვ. მოსწავლეებმა  საზოგადოებას  გააცნეს თავიანთი შეხედულება იმ გზების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ქართველთა ერის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა სამომავლოდ. საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: პოეტი გენო კალანდია,   თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები ლადო მინაშვილი, თამარ შარაბიძე, მიხეილ ქართველიშვილი,სასულიერო აკადემიის ლექტორი გიორგი გვასალია.

გამოქვეყნებულია: 12 აპრილი 2016 /

"დათვის წვეულება"

IIIა-IIIბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს იმპროვიზირებული იგავ-არაკი "დათვის წვეულება"

გამოქვეყნებულია: 24 მარტი 2016 /

"პარნასი"

  ბერძნულ მითებზე აგებული თეატრალიზებული წარმოდგენა მოსწავლეებს დაეხმარა ანტიკური სამყაროს ნაწილის გაცნობაში. ღონისძიების მონაწილეები ეპოქისთვის შესაბამისი ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ. შესრულდა ბერძნული სიმღერები და ცეკვები.

გამოქვეყნებულია: 22 მარტი 2016 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად