"დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე"

21 მარტს გაიმართა სასწავლო კონფერენცია თემაზე "დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე". X-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამ დღისადმი მიძღვნილი პლაკატები, ვიდეო მასალა და თემები სხვადასხვა გენეტიკური დაავადების შესახებ.

გამოქვეყნებულია: 21 მარტი 2016 /

ს.ვ. რახმანინოვის მუსიკალურ-შემეცნებითი საღამო

18 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა მუსიკალურ-შემეცნებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლა "პეგასის" VIII კლასისა და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა.

გამოქვეყნებულია: 18 მარტი 2016 /

"დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცია"

   სკოლა "პეგასში" გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი "დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცია". ღონისძიება დატვირთული იყო სახალისო და სპორტული აქტივობებით. გაჟღერდა მუსიკალური ნომრები. იცეკვეს და ითამაშეს ერთად დედებმა და შვილებმა.

გამოქვეყნებულია: 12 მარტი 2016 /

იმიტირებული სასამართლო პროცესი "შუშანიკის წამების" მიხევით

    26 თებერვალს X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს იმიტირებული სასამართლო პროცესი "შუშანიკის წამების" მიხედვით. ვარსქენ პიტიახშის თავის მართლების და მისი დამცველის მცდელობის მიუხედავად მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებთან ერთად ვარსქენ პიტიახშს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი შეიცვალა ვახტანგ გორგასლის გადაწყვეტილებით, რომელმაც თავი მოჰკვეთა მოღალატე პიტიახშს და მის დამცველს თვალები დასთხარა.

გამოქვეყნებულია: 26 თებერვალი 2016 /

სტუმრად სკოლა "პეგასის" მოსწავლეები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში

   სკოლა "პეგასის" მოსწავლეთა ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის დასახმარებლად. მოსწავლეები შეეცადნენ ცენტრში მცხოვრები ადამიანებისათვის აესრულებინათ საახალწლო სურვილები. ეს დღე შთამბეჭდავი იყო, როგორც ცენტრის აღსაზრდელებისათვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისათვის.

გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი 2015 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად