ჭადრაკის ჩემპიონატი

    სკოლა "პეგასში" ჩატარდა სასკოლო ჩემპიონატი. III-IV კლასებიდან შიდა ტურების საფუძველზე გამოვლინდა საუკეთესო 12 მოთამაშე. გამარჯვებული სამეული კი დაჯილდოვდა მედლებითა და დიპლომებით, ხარისხის მიხედვით.

გამოქვეყნებულია: 26 დეკემბერი 2015 /

"LOOK UP"

   VIII  კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი სახელწოდებით  "LOOK UP".  პროექტი შეეხებოდა სოციალური ქსელების აქტუალურად გამოყენებას, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გამოქვეყნებულია: 21 დეკემბერი 2015 /

იმიტირებული სასამართლო პროცესი "სარჩობელაზედ" მიხედვით

   VIII-IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. 
    სასამართლო პროცესის სცენარი მომზადდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის "სარჩობელაზედ" მიხედვით. მოსწავლეება წარმოადგინეს ამ ნაწარმოების პერსონაჟთა გათანამედროვებული თავგადასავალი და შეეცადნენ, საზოგადოება დაეფიქრებინათ მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ ბავშვთა პრობლემაზე.
     "ნაფიც მსაჯულთა", მოწმეთა ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიტანეს გამამართლებელი ვერდიქტი.

გამოქვეყნებულია: 21 დეკემბერი 2015 /

"SPELLING BEE"

12 ნოემბერს სკოლა ,,პეგასში" ჩატარდა მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში " Spelling Bee" ,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ V - Vlll კლასის მოსწავლეები. კონკურსის მიზანი იყო, გამოევლინა საუკეთესო მოსწავლე, რომელიც უშეცდომოდ დამარცვლიდა სხვადასხვა სირთულის ინგლისურ სიტყვას. ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს გამოუმუშავდეთ უცხო სიტყვათა სწორად წერისა და წარმოთქმის უნარი.

გამოქვეყნებულია: 13 ნოემბერი 2015 /

"Why Shakespeare?"

სკოლა "პეგასის" IX კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია შექსპირის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ "Why Shakespeare?" (რატომ შექსპირი?) მათ წაიკითხეს შექსპირის სონეტები, როგორც ინგლისურად, ისე ქართულად.
პრეზენტაცია იყო საინტერესო და შთამბეჭდავი, დაიმსახურა მსმენელთა დიდი მოწონება.
 
 
 

გამოქვეყნებულია: 23 მარტი 2015 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად