"ადრე წასული კაცის ფიქრები"

asdasdsadasdsa

    სკოლა "პეგასში" ჩატარდა ლადო ასათიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული პოეზიის საღამო. V-VI კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იქნა პოეტის ცხოვრებისეული ეპიზოდები, მათი ამსახველი ფოტოები, მისი ლექსები, ჩანაწერები და სხვა...
   პოეზიის საღამო მიზნად ისახავდა ბავშვების აქტიურ ჩართვას ლიტერატურულ ღონისძიებაში, ლადო ასათიანის შემოქმედების საფუძვლიან გაცნობას, გაანალიზებას, პოეტის სულისკვეთების გააზრებასა და გათავისებას.

გამოქვეყნებულია: 03 მარტი 2015 / ვრცლად »»

საქველმოქმედო აქცია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის დასახმარებლად

 სკოლა "პეგასის" მოსწავლეთა ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის დასახმარებლად. მოსწავლეები შეეცადნენ ცენტრში მცხოვრები ადამიანებისათვის აესრულებინათ საახალწლო სურვილები. ეს დღე შთამბეჭდავი იყო, როგორც ცენტრის აღსაზრდელებისათვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისათვის.

გამოქვეყნებულია: 26 დეკემბერი 2014 / ვრცლად »»

სკოლა “პეგასის“ მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

1

    სკოლა „პეგასის“ V კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც გაეცნენ საქართველოს კუთხეების არქიტექტურასა და თავისებურებებს. საქართველოს კუთხეებში „მოგზაურობის“ დროს მოსწავლეებმა ისაუბრეს თითოეულ კუთხეზე, გადაიღეს ფოტოები და  გაუგზავნეს გზავნილი აფხაზ ბავშვებს, აფხაზურ ენაზე „ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი“.

გამოქვეყნებულია: 26 ივნისი 2014 / ვრცლად »»

"ასურელ მამათა ნაკვალევზე"

 

სკოლა "პეგასის" IX კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს მცხეთის სამთავროს მონასტერი, შიო მღვიმელის მონასტერი. ქართულის მასწავლებელმა შეიმუშავა პროექტი "ასურელ მამათა ნაკვალევზე", რომლის განხორციელება შიო მღვიმის მონასტრით დაიწყო. ექსკურსია იყო შთამბეჭდავი. მოსწავლეები შეივსნენ ინფორმაციულად და სულიერი საზრდო მიიღეს. სასიამოვნო დასასრული იყო მამა გაბრიელის სამკვიდრო საფლავის მოლოცვა, სადაც შეესწრნენ ქართველი მწერლის, ლევან გოთუას დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

გამოქვეყნებულია: 20 მარტი 2014 / ვრცლად »»

სკოლა "პეგასის" მოსწავლეები სტუმრად ეროვნულ მუზეუმში

VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს "საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი", "ქართული იარაღ-საჭურველი", "არქეოლოგიური საჭურველი", "აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე". 
 განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს "საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის" მიმართ, რომელიც დაარსდა 2006 წლის 26 მაისს, თბილისში. მოსწავლეები კიდევ უფრო ახლოს გაეცნენ მუზეუმში დაცულ დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსია და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის ამსახველ მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფოტომასალას.

გამოქვეყნებულია: 14 მარტი 2014 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად