"ანბანის გაცილება"

   

 სკოლა "პეგასის" I ბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი - "ანბანის გაცილება". მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს მშობლიურ ენას.

      გაკვეთილი დატვირთული იყო საკლასო აქტივობებით. კლასი გაყოფილი იყო ორ ჯგუფად და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცოდნის გამოვლენაში. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა სიგელით.

გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014 / ვრცლად »»

საჩუქარი დედას!

 

სკოლა "პეგასის" მოსწავლეთა დედებს სარვამარტო საჩუქრად ლამაზი ღონისძიება ერგოთ. გამოიფინა მოსწავლეთა საგაზაფხულო ნამუშევრები. მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ტურისტული სააგენტოთი ვიმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა მუსიკალური კონცერტი.

გამოქვეყნებულია: 07 მარტი 2014 / ვრცლად »»

"ჩემი თვალით დანახული ილია"

ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობის შემდეგ სკოლა "პეგასის" XI კლასის მოსწავლეებმა 21 თებერვალს შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარეს მწერლის სახლ-მუზეუმში, სადაც კიდევ ერთხელ გაეცნენ მის პირად ნივთებს, ხელნაწერებს, ეპოქის ყოფის ამსახველ ფოტომასალებს.
       მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები სათაურით "ჩემი თვალით დანახული ილია".

გამოქვეყნებულია: 21 თებერვალი 2014 / ვრცლად »»

"სტილი და დიზაინი"

     14 თებერვალს უჩვეულო დღე იყო სკოლა "პეგასის" VI კლასისთვის. ხელოვნების პედაგოგმა დაავალა მათი გემოვნების შესაბამისად შეეცვალათ საკლასო ოთახის დიზაინი და ჩაცმულობის სტილი.

     გაკვეთილებიც განსხვავებული, მხიარული და ხალისიანი ჩატარდა.

   

გამოქვეყნებულია: 14 თებერვალი 2014 /

ახალი 2014 წელი "პეგასში"

   20 დეკემბერს  სკოლა "პეგასში" ჩატარდა საახალწლო კარნავალი. ღონისძიება გაიხსნა სიმღერების კონცერტით. შემდეგ კი, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლები: "საშობაო ზღაპარი", "შრეკი", ჩექმებიანი კატა". ბოლოს თოვლის პაპა გვესტუმრა, გვამღერა, გვაცეკვა და საჩუქრებიც დაგვირიგა.

   პეგასელების სახელით ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გამოქვეყნებულია: 20 დეკემბერი 2013 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად