ლონდონის ინგლისური ენის ოლიმპიადაში გამარჯვებული

ლონდონის ინგლისური ენის სკოლის 2014 წლის ქართული ენის საშემოდგომო ოლიმპიადაში I ადგილის დაკავებისათვის სკოლა "პეგასის" VII კლასის მოსწავლეს, მარიამ ონიანს, გადაეცა ფინალისტის სერტიფიკატი და დაჯილდოვდა "პლანშეტით".

 

  

გამოქვეყნებულია: 03 აპრილი 2015 /

"Gauchallenge"

 სკოლა "პეგასის" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს "GAU"-ს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ინგლისური ენის კონკურსში "Gauchallenge". ორმოც მონაწილე სკოლათა შორის პირველი ადგილი დაიმსახურა ჩვენმა სკოლამ. გამარჯვებულ ათეულთა შორის არიან: 

XII კლასელები: სალომე ჯანიაშვილი, ნინო პერანიძე, მარიამ ჩუბინიძე;

XI კლასელი: გეგი გოგოლაშვილი;

X კლასელი: მარიამ პერანიძე;

IX კლასელი: ანი ხულელიძე;

VII კლასელი: მარიამ ონიანი;

Vკლასელები: ქეთევან ჭიღლაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი;

წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს.

გამოქვეყნებულია: 30 მარტი 2015 /

პეგასის მოსწავლეების ვიზიტი ბაზალეთში

     თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებისათვის 13,14, და 15 მარტს ჩატარდა სამდღიანი გაცნობითი პროგრამა. ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ სკოლა "პეგასის" XII კლასის მოსწავლეები სალომე ჯანიაშვილი და ნინო პერანიძე, რომლებმაც გაიმარჯვეს ინგლისური ენისა და ქართული ენის ოლიმპიადებში. ამ პროგრამის ფარგლებში შეხვდნენ ლექტორებს, რომლებმაც ჩაატარეს ლექციები ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების შესახებ. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციები ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის, ფინანსების, მენეჯმენტისა და მითოლოგიის თაობაზე და მიიღეს ინფორმაცია, როგორც აკადემიური, ისე სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

გამოქვეყნებულია: 17 მარტი 2015 /

"მე ვარ კინგსელი"

asdads

სკოლა "პეგასის" მოსწავლეებმა წარმატებით გადალახეს კონგსის შემოდგომის სესია, მათმა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სერთიფიკატებითა და დიპლომებით მოსწავლეები.

გამოქვეყნებულია: 12 მარტი 2015 / ვრცლად »»

ოლიმპიადა "Kings"

   სკოლა ,,პეგასის“ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2013 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადაში ,,kings” და წარმატებით გადალახეს სამივე ტური.

  დაწყებით საფეხურზე III კლასელი ჩუბინიძე და IV კლასელი ასანოვა წარმატებულთა სიაში მოხვდენ და დაჯილდოვდნენ დიპლომებით. VI კლასელი მარიამ ონიანი უმაღლესი ქულით არის საუკეთესოთა შორის.

    საბაზო საფეხურზე წარმატებულთა სიაში არიან VIII კლასელები: ხულელიძე, ჯაფარიძე, ნეფარიძე, ნაცვლიშვილი, ჩიჩუა, ხვიჩია.

საშუალო საფეხურზე X-XI კლასელებმა ტეფნაძემ, გოგოლაშვილმა, ჯანიაშვილმა, ჩუბინიძემ საუკეთესოთა შორის მოიპოვეს ადგილი.

 

გამოქვეყნებულია: 20 დეკემბერი 2013 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად