ოლიმპიადა ,,London school”

    სკოლა  ,,პეგასის“ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2013 წლის შემოდგომის  სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადაში ,,London school”. მოსწავლეებმა წარმატებით გადალახეს კონკურსის ეტაპები.

    მესამე ტურში გამარჯვებულები არიან XI კლასის მოსწავლე სალომე ჯანიაშვილი, რომელიც საუკეთესოთა შორის მე-5 ადგილზეა და XI კლასის მოსწავლე ნინო პერანიძე- მე-14 ადგილით. ისინი დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

გამოქვეყნებულია: 06 დეკემბერი 2013 /

2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადები

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში  სკოლა „პეგასის“ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. 2012-2013 სასწავლო წელს მათ  გადალახეს  პირველი და მეორე ტური. მესამე ტურში გადავიდნენ  მეთორმეტე კლასის მოსწავლე დიანა ცერცვაძე (ქართულის ოლიმპიადა) და მერვე კლასის მოსწავლე თამაზ ისაკაძე (გერმანულის ოლიმპიადა).

   2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული  ოლიმპიადის პირველ ტური  სკოლა „პეგასის“ მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს და მონაწილეობენ მეორე ტურში. თითოეულ მათგანს გამარჯვებას  ვუსურვებთ.

გამოქვეყნებულია: 09 ნოემბერი 2013 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად