მესიის ნაკვალევზე....

  7 აპრილს სკოლა "პეგასში" ჩატარდა თეატრალიზებული პოეზიის საღამო , სახელწოდებით "მესიის ნაკვალევზე," რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ V-VI კლასის მოსწავლეები. პოეზიის საღამო მიზნად ისახავდა ბავშვების მიერ ქრისტეს ცხოვრების შეცნობასა და ქრისტეს მოძღვრების არსის გათავისებას.

 

 

 

  

გამოქვეყნებულია: 07 აპრილი 2015 /

"მხსნელი"

asas
    25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეს მიეძღვნა სპექტაკლი "მე ხსნას ველი." რომელიც წარმოადგინეს XI-XII კლასის მოსწავლეებმა.
    სპექტაკლი შეიქმნა ნიკო ლორთქიფანიძის "შელოცვა რადიოთის" მიხედვით.

გამოქვეყნებულია: 01 მარტი 2015 / ვრცლად »»

პეპი და კარლსონი სკოლაში

 

IV კლასის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინგრენის წიგნების  "პეპი გრძელწინდას" და  "სახურავის ბინადარი კარლსონის" პრეზენტაცია მოაწყვეს. ყველა გოგონა მხიარული  პეპი იყო, ყველა ვაჟი კი კარლსონივით  ოინბაზობდა. ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ ორგანიზატორები თავად მოსწავლეები იყვნენ. მადლობა მათ ასეთი სახალისო და საინტერესო აქტივობისთვის.

გამოქვეყნებულია: 15 მაისი 2014 / ვრცლად »»

გაცოცხლებული ძველი თბილისი "პეგასში"

   1 ნოემბერს სკოლა "პეგასში" დიდი სამზადისი იყო. დერეფანში გამოიკრა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა საშემოდგომო ნამუშევრები. ეზო განსაკუთრებულად მოირთო ჭირნახულით. ღონისძიებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სცენაზე გაცოცხლდა ფიროსმანის ტილოები. გათამაშდა "ბერიკაობა", "ყეენობა". ნაწყვეტები ქართული ფილმებიდან "ქეთო და კოტე", "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", სპექტაკლიდან "ეზოში ავი ძაღლია". სპექტაკლი დასრულდა ცეკვა ქართულით. ღონისძიების მეორე ნაწილი ეზოში გაიმართა, სადაც პირველკლასელებმა ჩურჩხელები ამოავლეს.

გამოქვეყნებულია: 01 ნოემბერი 2013 / ვრცლად »»

ზღაპრების გუდა

     სასწავლო წლის დასასრულს, 11 ივნისს, დაწყებით კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა მაყურებელთათვის წარმოადგინეს არაჩვეულებრივი ღონისძიება "ზღაპრების გუდა". თითოეული წარმოდგენის დევიზი გახლდათ – ძალა ერთობაშია. პირველ და მეოთხე კლასელებს დაურიგდათ სამახსოვრო ალბომები.

I კლასმა (დამრიგებელი მაკა ბესელია) გააცილა ანბანი და დადგა სპექტაკლი "ციხე დარბაზი"

II კლასმა (დამრიგებელი თამარ ლეჟავა) დადგა ქართული ხალხური ზღაპარი "რწყილი და ჭიანჭველა"

III კლასმა (დამრიგებელი ქეთევან სუთიაშვილი) დადგა სპექტაკლი  ვაჟა–ფშაველას "სათაგური"

IVკლასმა (დამრიგებელი ელენე სულავა) დადგა  სპექტაკლი –"ბრემენს მიმავალი მუსიკოსები".

   წლის ბოლოს ნამდვილად კარგი განტვირთვის საშუალება გახლდათ წარმოდგენილი სპექტაკლები. პატარა მსახიობებმა მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურეს.

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 11 ივნისი 2012 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად