"მოწამე დედოფალი შუშნიკი, აბო-თბილისის მფარველი წმინდანი"

  სკოლა "პეგასის" X კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს მეტეხის ტაძარი, ასევე მოინახულეს აბოს სახელობის ეკლესია. ნახეს წმინდანის დაწვის ადგილას აღმართული ჯვარი და ნიში მტკვართან. 

გამოქვეყნებულია: 27 ოქტომბერი 2017 /

ექსკურსია რკონში

 

სკოლა პეგასის XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თეძამის ხეობაში-რკონში. სადაც მოინახულეს ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი და თამარ მეფის ქვის ხიდი.

გამოქვეყნებულია: 07 ოქტომბერი 2016 /

ექსკურსია ბორჯომის ხეობასა და აბასთუმნის ობსერვატორიაში

   IX კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ბორჯომის ხეობასა და აბასთუმნის ობსერვატორიაში. სადაც გაეცნენ ქართველი ასტრონომების აღმოჩენებსა და მიღწევებს. ასევე დაათვალიერეს ტიმოთეს უბანი და მწვანე მონასტერი.

გამოქვეყნებულია: 07 ოქტომბერი 2016 /

ექსკურსია ბოდბის დედათა მონასტერში

   სკოლა "პეგასის" VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს და მოილოცეს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორი წმიდა ნინოს საფლავი.

გამოქვეყნებულია: 30 სექტემბერი 2016 /

ექსკურსია დმანისში

      სკოლა "პეგასის" VII-X კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ექსკურსია დმანისში, სადაც მოინახულეს ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა. 1991 წლიდან მოყოლებული დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალაა ნაპოვნი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ექსკურსიას ჰქონდა შემეცნებითი და გასართობი ხასიათი.

გამოქვეყნებულია: 05 ნოემბერი 2015 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად