ექსკურსია ბოდბის დედათა მონასტერში

   სკოლა "პეგასის" VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს და მოილოცეს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორი წმიდა ნინოს საფლავი.

გამოქვეყნებულია: 30 სექტემბერი 2016 /

ბიოლოგიის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

   

30 სექტემბერს სკოლა "პეგასის" VII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კახეთში. ექსკურსიის ერთ-ერთი მიზანი იყო მოსწავლეები დაკვირვებოდნენ შემოდგომის მოვლებენს ბუნებაში. გაეცნენ იმ ძირითად ნიშნებს, რომლითაც შეიძლება მცენარეთა რკვევა (ხეები,ბუჩქები, ბალახოვანი მცენარეები) მოსწავლეებმა შეძლეს მცენარეთა ოჯახების გამოცნობა. აღწერეს ის ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებსაც ადგილი აქვს შემოდგომაზე.

გამოქვეყნებულია: 30 სექტემბერი 2016 /

ექსკურსია ღულელებში

    XII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თიანეთის რაიონში, სოფელ ღულელებში. სადაც მათ მიეცათ საბადურის ტყის ბუნების აღქმის, ერთად ყოფნისა და დასვენების საშუალება.

გამოქვეყნებულია: 23 სექტემბერი 2016 /

ექსკურსია დმანისში

      სკოლა "პეგასის" VII-X კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ექსკურსია დმანისში, სადაც მოინახულეს ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა. 1991 წლიდან მოყოლებული დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალაა ნაპოვნი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ექსკურსიას ჰქონდა შემეცნებითი და გასართობი ხასიათი.

გამოქვეყნებულია: 05 ნოემბერი 2015 /

ექსკურსია "ჩარგალში"

სკოლა "პეგასის" IX და XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში. სადაც მოინახულეს პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე XIX და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. აგრეთვე მუზეუმში დაცული პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. ექსკურსიას ჰქონდა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ხასიათი.

გამოქვეყნებულია: 04 ოქტომბერი 2014 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად