ექსკურსია "ძამას ხეობაში"

სკოლა "პეგასის" X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ძამას ხეობაში, სადაც მოინახულეს ძველი და ახალი ეკლესია–მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები: ქვედა შუანო, ორთუბანი, სარკინეთი, შატბერდი. ექსკურსიას ჰქონდა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ხასიათი.

 

გამოქვეყნებულია: 04 ოქტომბერი 2014 / ვრცლად »»

ექსკურსია "დმანისში"

     სკოლა "პეგასის" VI და VII კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ექსკურსია დმანისში, სადაც მოინახულეს ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა. 1991 წლიდან მოყოლებული დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალაა ნაპოვნი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ექსკურსიას ჰქონდა შემეცნებითი და გასართობი ხასიათი.

 

 

გამოქვეყნებულია: 27 ოქტომბერი 2013 / ვრცლად »»

ექსკურსია "დავით გარეჯში"

      სკოლა "პეგასის" VIII და XI  კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ექსკურსია დავით გარეჯში.  მოინახულეს ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავით გარეჯის მიერ.

      ექსკურიას ჰქონდა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ხასიათი.

გამოქვეყნებულია: 21 ოქტომბერი 2013 / ვრცლად »»

ექსკურსია რაბათში

      X კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ექსკურსია ახალციხის მუნიციპალიტეტში, სადაც მოინახულეს ახლად აღდგენილი რაბათის კომპლექსი, საფარის მონასტერი და დაათვალიერეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ექსკურსიას ჰქონდა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ხასიათი.

 

გამოქვეყნებულია: 05 ოქტომბერი 2013 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად