ექსკურსია ხევსურეთში

     სკოლა "პეგასის" IX კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ექსკურსია საქართველოს მთიან მხარეში ხევსურეთში. ექსკურსიას ჰქონდა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ხასიათის მნიშვნელობა. მოსწავლეებმა დალაშქრეს ნანგრევებად ქცეული მუცო, შატილი, დააგემოვნეს მჟავე თვითნაბადი წყალი სოფელ ხახმატში, სოფელ გუდანში ესტუმრნენ იფნის ხესთან "ხატს". ექსკურსიის გვირგვინს წარმოადგენდა სტუმრობა ვაჟა-ფშაველასთან. ეს იყო ფშავ-ხევსურეთში გატარებული ორი ბედნიერი დღე.

გამოქვეყნებულია: 02 ოქტომბერი 2013 / ვრცლად »»

ექსკურსია ბოდბესა და სიღნაღში

     4 ივნისი IV  კლასელთათვის (დამრიგებელი – ქეთევან სუთიაშვილი) მართლაც დაუვიწყარი დღე იყო. ტურის ორგანიზატორი იყო "Kids Traveli". ვიმგზავრეთ კომფორტული ტრანსპორტით, გვყავდა პროფესიონალი ანიმატორები, გემრიელი საკვები, უამრავი სახალისო თამაში მოსწავლეთათვის და მშობელთათვის, სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატი თითოეულ მონაწილესა და კლასის დამრიგებელს, სახეზე მოხატვა, გართობა ტრანსპორტში, ცეკვა–სიმღერა. 

     მოვილოცეთ წმ. ნინოს საფლავი. დავათვალიერეთ ულამაზესი ქალაქი სიღნაღი. ეს დღე ოთხწლიანი ერთად გატარებული წლების გვირგვინი იყო.

 

გამოქვეყნებულია: 06 ივნისი 2013 / ვრცლად »»

ექსკურსია ძველ სატახტო ქალაქ ქუთაისში

     IX  კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი ისტორიული ძეგლები გელათის სამონასტრო კომპლექსი, განახლებული ბაგრატის ტაძრი, მოწამეთას მონასტერი და სათაფლიის ნაკრძალი. 

   მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ იმ ხუროთმოძღვრული ძეგლების ხილვით, რომელიც საუკუნეებია ამშვენებს ჩვენს ქვეყანას. მათ უამრავი საინტერესო ინფორმაცია შეიტყვეს და გაიღრმავეს ცოდნა. ამ დღემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე.

გამოქვეყნებულია: 05 ივნისი 2013 / ვრცლად »»

ექსკურსია მცხეთაში

    I კლასი 25 მაისს იმყოფებოდა მცხეთაში. მოილოცეს ჯვრის მონასტერი, დედათა მონასტერი, ყვავილებით შეამკეს მამა გაბრიელის საფლავი.

     შევარჩიეთ მინდორი, სადაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად ეთამაშათ. ერთნაირად გაერთნენ მშობლებიც და ბავშვებიც. ბევრი იმღერეს და იცეკვეს, მოიხატეს სახეები და სამახსოვრო სურათებიც გდაიღეს. პირველი ექსკურსია დიდხანს ემახსოვრებათ პირველკლასელებს.

გამოქვეყნებულია: 25 მაისი 2013 / ვრცლად »»

ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ეთნორაფიული    V-VI კლასის მოსწავლეებმა   დაათვალიერეს თბილისის ეთნოგრაფიული   მუზეუმი. 

გამოქვეყნებულია: 19 ნოემბერი 2012 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად