კალიგრაფიის კონკურსი

სკოლა "პეგასში" ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. მონაწილეობა მიიღეს V-X კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომითა და სიგელებით.

გამოქვეყნებულია: 14 აპრილი 2017 /

"დედაენის" დღე

14 აპრილი "დედაენის" დღეა. სკოლა „პეგასის“ I-II კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილი დედაენის ძეგლთან. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და გადაეცათ ხელნაკეთი დედაენები.

გამოქვეყნებულია: 12 აპრილი 2017 /

"The Adventure of English Language"

   სკოლა "პეგასის" VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე  "The Adventure of English Language" (ინგლისური ენის თავგადასავალი) მათ მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია ინგლისური ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპების შესახებ.

გამოქვეყნებულია: 12 აპრილი 2017 /

"კაცია-ადამიანი"

12 აპრილს სკოლა "პეგასის" VII კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი "თათქარიძეობა-უმოქმედობა და სიბრიყვე"  ილია ჭავჭავაძისა და ალფონს დოდეს მოთხრობების "კაცია-ადამიანისა" და "ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავლის" მიხედვით.

გამოქვეყნებულია: 12 აპრილი 2017 /

შიდასასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში (ფინალი)

სკოლა „პეგასში“ ჩატარდა ფინალური თამაში ჭადრაკში. გამარჯვებული გახდა V კლასის მოსწავლე ვაჩე გოგიტაშვილი. ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ყველაზე ნორჩმა მოთამაშეებმა, პირველკლასელებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და მედლები.

გამოქვეყნებულია: 10 აპრილი 2017 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად