მიმდინარეობს აღსაზრდელთა მიღება საბავშვო ბაღში

 

სკოლა "პეგასთან" არსებული საბავშვო ბაღი "Kinder garden" აცხადებს 2-6 წლამდე აღსაზრდელთა მიღებას. 
  საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს მოსამზადებელი ჯგუფი. მიმდინარეობს საბუთების მიღება. 
  საკონტაქტო ნომერი: 592-30-06-89

გამოქვეყნებულია: 26 ივნისი 2017 /

სკოლა „პეგასის“ 2015-2016 სასწავლო წლის მედალოსნები

  16 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ოქროს მედლები გადასცა სკოლა „პეგასის“ 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს: თეა ტეფნაძეს და გრიგოლ ნეფარიძეს.

 როგორც ბატონმა ალექსანდრემ ბრძანა „თითოეული ეს ახალგაზრდა ოპტიმიზმით ავსებს ადამიანს ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან,  ჩვენი ქეყნის მომავალი მათ ხელშია და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ“.

გამოქვეყნებულია: 16 ივნისი 2017 /

ყურადღება!

სკოლა "პეგასი" აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის!

გამოქვეყნებულია: 16 ივნისი 2017 /

"ციფრული პლანეტარიუმი"

   სკოლა ,,პეგასს" ესტუმრა ციფრული პლანეტარიუმი,რომელიც შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სფერული კინოთეატრით გაოცებულნი დარჩნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. სამეცნიერო მასალა,რომელიც სენსორული მეთოდით მიეწოდება, ბავშვებისთვის მარტივი, მისაწვდომი და საინტერესო იყო.

გამოქვეყნებულია: 12 ივნისი 2017 /

"ადამიანი იგონებს და ქმნის"

   მესამე კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე ,,ადამიანი იგონებს და ქმნის". მოსწავლეებმა ისაუბრებს გამოგონებების შესახებ,რაც ადამიანის ხელით შეიქმნა კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

გამოქვეყნებულია: 09 ივნისი 2017 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად