ინგლისური ენის გაკვეთილი

    სკოლა „პეგასის“ მე-10 კლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე  „გასაუბრება სამსახურის მაძიებლებთან“ .

    გაკვეთილის მიზანი იყო წერა-კითხვის, კომუნიკაციისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარება. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად საკვანძო საკითხებს გამოყოფდა და მათთან ერთად აჯამებდა კიდეც სხვადასხვა აქტივობის გამოყენებით.

   გაკვეთილი წარიმართა ხალისიანად, პიროვნული თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპით. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ინგლისური ენის ცოდნა.

 


   

გამოქვეყნებულია: 04 დეკემბერი 2017 /

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

    შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება. შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 570 000 ბავშვი იყო, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია. 
   მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელის შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. მას შემდეგ ეს იდეა მრავალმა მთავრობამ, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიღო მთელ მსოფლიოში.
   ამ დღესთან დაკავშირებით VIII კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებით. პრეზენტაციის მიზანი იყო პრობლემის გაანალიზება და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების გზების გაცნონიერება. 

გამოქვეყნებულია: 01 დეკემბერი 2017 /

"საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"

    IX კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში  " საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი". მოსწავლეებმა იმსჯელეს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის შესახებ.

გამოქვეყნებულია: 30 ნოემბერი 2017 /

„შემოდგომის თემაზე მოწყობილი კუთხე“

   სკოლა „პეგასის“ მოსწავლეებმაც მიიღეს კონკურსში „შემოდგომის თემაზე მოწყობილი კუთხე“ მონაწილეობა. ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ I-IV კლასის არა მარტო მოსწავლეები, არამედ მშობლებიცა და მასწავლებლებიც. გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებულიც.

გამოქვეყნებულია: 17 ნოემბერი 2017 /

სულხან-საბას იგავ-არაკები

 სკოლა "პეგასის"  VI კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში  ჩატარდა შემაჯამებლი გაკვეთილი " რას გვასწავლის სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკები", ბავშვებმა გამოავლინეს ფაქტობრივი მასალის ცოდნა და შეეცადნენ შეექმნათ იგავ-არაკი.

გამოქვეყნებულია: 15 ნოემბერი 2017 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად