ინტელექტუალური თამაში

ეტალონი სკოლა "პეგასში" ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "ეტალონი" (IV–XIკლ)

გამოქვეყნებულია: 12 ივნისი 2012 / ვრცლად »»

ზღაპრების გუდა

     სასწავლო წლის დასასრულს, 11 ივნისს, დაწყებით კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა მაყურებელთათვის წარმოადგინეს არაჩვეულებრივი ღონისძიება "ზღაპრების გუდა". თითოეული წარმოდგენის დევიზი გახლდათ – ძალა ერთობაშია. პირველ და მეოთხე კლასელებს დაურიგდათ სამახსოვრო ალბომები.

I კლასმა (დამრიგებელი მაკა ბესელია) გააცილა ანბანი და დადგა სპექტაკლი "ციხე დარბაზი"

II კლასმა (დამრიგებელი თამარ ლეჟავა) დადგა ქართული ხალხური ზღაპარი "რწყილი და ჭიანჭველა"

III კლასმა (დამრიგებელი ქეთევან სუთიაშვილი) დადგა სპექტაკლი  ვაჟა–ფშაველას "სათაგური"

IVკლასმა (დამრიგებელი ელენე სულავა) დადგა  სპექტაკლი –"ბრემენს მიმავალი მუსიკოსები".

   წლის ბოლოს ნამდვილად კარგი განტვირთვის საშუალება გახლდათ წარმოდგენილი სპექტაკლები. პატარა მსახიობებმა მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურეს.

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 11 ივნისი 2012 /

„ჩვენ და გალაკტიონი“

galaktioni  7 ივნისს ჩატარდა გალაკტიონ  ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენ და გალაკტიონი.“ მოსწავლეებმა წაიკითხეს მეფე–პოეტის ლექსები, ისაუბრეს  პოეტის ბიოგრაფიულ ცნობებზე.

გამოქვეყნებულია: 08 ივნისი 2012 / ვრცლად »»

სკოლა პეგასი

skolapegasiკერძო სკოლა "პეგასი" ფუნქციონირებს 2000 წლიდან და ორიენტირებულია გაძლიერებული უცხოური ენების და მათემატიკის სწავლაზე.

I კლასიდან ისწავლება ინგლისური ენა, II-დან ემატება რუსული, V კლასიდან გერმანული. ამავე საფეხურზე დამატებით ხდება კულტუროლოგიის, საზღვარგარეთის ლიტერატურის,რელიგიების ისტორიის, ზოგადი უნარების, პლასტიკის, ქარგვის, ჭადრაკის შესწავლა.

გამოქვეყნებულია: 26 მაისი 2012 / ვრცლად »»

ვიქტორინა რუსულ ენაზე

ვიქტორინა რუსულ ენაში   ქალაქ   თბილისის კერძო  სკოლა  "პეგასში"  რუსული ენის პედაგოგმა ნანა ჯაფარიძემ ჩაატარდა ვიქტორინა რუსულ ენაში. მონაწილეობდნენ  IV  და V  კლასის მოსწავლეები.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 11 მაისი 2012 / ვრცლად »»

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად