"მათემატიკური ჭიდილი"

  18 მაისს სკოლა "პეგასში" ჩატარდა "მათემატიკური ჭიდილი", სადაც მონაწილეობა მიიღეს VI-IX კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი მარიამ ონიანის ხელმძღვანელობით, ხოლო კაპიტნების კონკურსში გაიმარჯვა მარიამ დევდარიანმა.

გამოქვეყნებულია: 18 მაისი 2017 /

ინტელექტუალური თამაში ინგლისურ ენაზე

  სკოლა "პეგასში" ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ინგლისურ ენაზე.  მონაწილეობდნენ IX-XI კლასის მოსწავლეები. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ზოგადი განათლების, ინტელექტისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა.

გამოქვეყნებულია: 17 მაისი 2017 /

"სიბრძნე სიცრუისა"

    IV ბ კლასში ჩატარდა იგავ-არაკების შემაჯამებელი გაკვეთილი ,,სიბრძნე სიცრუისა". მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გადმოსცეს ფაქტობრივი ცოდნა, გაავლეს პარალელები,გაიზრეს მორალი, იმსჯელეს დადებით და უარყოფით ქცევებზე და გაითამაშეს როლები.

გამოქვეყნებულია: 16 მაისი 2017 /

"შვლის ნუკრის ნაამბობი"

   ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების  ,,შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით.წარმოდგენა არაჩვეულებრივი იყო როგორც სცენარის, ასევე შესრულების მხრივ. თვალცრემლიანი პატარები შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ მეგობრებს.

გამოქვეყნებულია: 08 მაისი 2017 /

სპექტაკლი ,,ძილისგუდა“

   სკოლას ეწვია თოჯინების თეატრი ,,აისი-90 ჯგუფის“ ხელმძღვანელობით. წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ,,ძილისგუდა“. აქტივობას ესწრებოდნენ სკოლისა და ბაღის აღსაზრდელები.

გამოქვეყნებულია: 05 მაისი 2017 /

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger

დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა გადაწყვეტილების მიღებაში.

ვრცლად