შინაგანაწესი

        სკოლის შინაგანაწესი  -  ეს  არის  სკოლის  მიერ  შემუშავებული  წესებისა  და  ქცევების  კოდექსი,რომელსაც  უნდა  იცნობდეს  და  ემორჩილებოდეს  სკოლის  თითოეული  თანამშრომელი  და  მოსწავლე.

       სკოლის  შინაგანაწესი  შემუშავებულია  საქართველოს  მოქმედი  კანონმდებლობის,  ’’ზოგადი  განათლების  შესახებ’’  კანონით,  ’’არასამეწარმეო  იურიდიული  პირის  შესახებ’’  კანონის,  სკოლის  წესდების,  მოსწავლის  ქცევის  კოდექსის,  მასწავლებლის  ეთიკის  კოდექსის,  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროს  ნორმატიული  აქტების,  შიდა  აქტების საფუძველზე.  შინაგანაწესის  მიზანია  სკოლაში  სათანადო  ატმოსფეროს  დანერგვა,  სწავლისათვის  უსაფრთხო  და  ჯანსაღი  გარემოს  უზრუნველყოფა,  თანამშრომლების  მიერ  პროფესიული  საქმიანობის  შესრულების  რეგლამენტის  (წესი)  განსაზღვრა,  რომელიც  უზრუნველყოფს  მოსწავლეს  სათანადო  ხარისხის  საგანმანათლებლო  და  სააღმზრდელო  მომსახურებით,  ასევე  მოსწავლის  უფლებები  და  მოვალეობების  განსაზღვრა,  ეთიკური  ნორმების  დაცვით.

  1.     ზოგადი  დებულებები:

1.1    სკოლა  ახორციელებს  ზოგადსაგანმანათლებლო  საქმიანობას  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნების        შესაბამისად  და  მოიცავს  ზოგადი  განათლების  დაწყებით,  საბაზო  და  საშუალო  საფეხურებს;

1.2    სკოლის  მართვას  ახორციელებს  სკოლის  მენეჯმენტი  და  მასწავლებელთა  თვითმმართველობის  ორგანო-პედაგოგიური  საბჭო,  დირექტორის  ხელმძღვანელობით;

1.3    სკოლაში  დასაქმებულ  ყველა  თანამშრომელთან  და  მოსწავლის  მშობელთან/კანონიერ  წარმომადგენელთან  სკოლას  გაფორმებული  აქვს  შესაბამისი  ხელშეკრულება,  რომელიც  არეგულირებს  მხარეთა  შორის  სამართლებრივ  ურთიერთობებს;

1.4    სკოლის  სამუშაო  დღე  იწყება  09:15-ზე  თანამშრომლებისთვის,  ხოლო  09:30-ზე  მოსწავლისათვის.  მასწავლებლის  სამუშაო  დღის  ხანგრძლივობა  განისაზღვრება  საგაკვეთილო  საათობრივი  დატვირთვის  და  შესასრულებელი  სამუშაო  მოცულობის  შესაბამისად,  მაგრამ  არა  უმეტეს  კვირაში  5  სამუშაო  დღისა  და  კვირაში  41  საათისა,  ისევე,  როგორც  სკოლის  ნებისმიერი  თანამშრომლისათვის;

1.5    2013-2014  სასწავლო  წელი  განისაზღვრება  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  ბრძანების  შესაბამისად,  რომელიც  იყოფა  2  სემესტრად.  სასწავლო  წლის  ხანგრძლივობა  II-XI  კლასებისთვის  განისაზღვრება  33.4  სასწავლო  კვირის  ოდენობით,  ხოლო  I  და  XII  კლასებისთვის  -  30  სასწავლო  კვირით,  შესაბამისად  განსაზღვრული  დასვენების  დღეებითა  და  არდადეგების  პერიოდით;

1.6    წინამდებარე  შინაგანაწესი  წარმოადგენს  სკოლის  მარეგლამენტირებულ  დოკუმენტს,  რომლის  გადახედვა  და  განახლება  ხორციელდება  ყოველწლიურად,  ახალი  სასწავლო  წლის  დაწყებამდე.

 

2.  სკოლაში  მოსწავლეთა  ჩარიცხვისა  და  შეფასების  წესები:

2.1    სკოლაში  პირველ  კლასში  მოსწავლეები  მიიღებიან  გასაუბრების      საფუძველზე;  უფროს  კლასებში,  მოსწავლეთა  ადგილების  ვაკანსიების  შემთხვევაში,  მსურველთა  ჩარიცხვა  ხორციელდება  გასაუბრებისა  და  ცალკეულ  საგნებში  ტესტირების  შედეგების  მიხედვით.

2.2    მოსწავლეთა  მომდევნო  ან  სხვა  კლასში  გადაყვანის,  ასევე  კლასში  დატოვებისა  და  სკოლიდან  გარიცხვის  წესები  დადგენილია  სასკოლო  გეგმით,  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნების  გათვალისწინებით;

2.3    სკოლის  ადმინისტრაცია  განსაზღვრავს  გაკვეთილებზე  მოსწავლეთა  იმ  მაქსიმალურ  რაოდენობას,  რაც  უზრუნველყოფს  სასწავლო  პროცესის  სრულყოფილად  წარმართვას  (მაქსიმუმ  18  მსმენელი);

2.4    სკოლაში  არსებული  მოსწავლეთა  შეფასების  სისტემა  შეესაბამება  ეროვნულ  სასწავლო  გეგმას.  შეფასების  კრიტერიუმები  გამჭირვალეა,  ცნობილია  სასკოლო  საზოგადოებისთვის;  სკოლა  უზრუნველყოფს  თითოეული  მოსწავლის  მშობლისთვის  ინფორმაციის  კონფიდენციალურ  მიწოდებას  მოსწავლის  საქმიანობის,  აკადემიური  მოსწრების  შესახებ,  სკოლის  მიერ  დადგენილი  წესით  და  განსაზღვრულ  ვადებში;  წარჩინებულ  მოსწავლეთა  აკადემიური  წარმატების,  სკოლის  ცხოვრებაში  აქტიური  მონაწილეობისათვის,  წახალისების  ფორმებს  ადგენს  სკოლის  ადმინისტრაცია.  სასწავლო  წლის  ბოლოს  განსაზღვრულია  თითოეული  საფეხურის  მოსწავლეთა  შეკრება,  სადაც  საგნობრივ  კათედრებთან  შედეგების  შეთანხმების  საფუძველზე  მოსწავლეები  წარდგებიან  სკოლის  წინაშე  წარჩინების  ხარისხის  მიხედვით;

2.5    დადგენილი  წესით,  სკოლაში  მუშაობს  კორექციის  ჯგუფები,  სადაც  მოსწავლეს  პედაგოგი  ამეცადინებს  დამატებით,  კონკრეტული  საგნის  პედაგოგის  განმავითარებელი  შეფასების  (ზეპირი  ან  წერილობითი  შესაბამისი  კომენტარებით)  გათვალისწინებით;

2.6    მოსწავლის  გაცდენებზე  რეაგირება  ხორციელდება  2013/2014  სასწავლო  წლის  ეროვნული  სასწავლო  გეგმით  განსაზღვრული  გაცდენების  ინსტრუქციის  შესაბამისად:  თუ  საბაზო/საშუალო  საფეხურის  მოსწავლემ  სემესტრის  განმავლობაში  გააცდინა  კონკრეტული  საგნისთვის  ერთი  სემესტრის  მანძილზე  დათმობილი  საათების   30 პროცენტი და  მეტი,  აღნიშნულ  საგანში  შეფასებას  იღებს  ექსტერნატის  ფორმით  გამოცდის  დაძლევის  საფუძველზე.

2.7    გაცდენილი  საათების  ანაზღაურების  მიზნით,  სკოლა  და  მოსწავლე  ზრუნავენ  სასწავლო  პროცესის  ორგანიზებაზე,  რომ  შესაძლებელი  გახდეს  დანაკლისის  აღდგენა;

2.8    სკოლა  მუშაობს  ნახევრად  პანსიონის  რეჟიმში,  მოსწავლეები  სკოლაში  ყოფნისას  უზრუნველყოფილი  არიან  ერთჯერადი  კვებით,  წინასწარ  დადგენილი  და  შეთანხმებული  მენიუს  მიხედვით;

2.9    სკოლაში  დღის  მეორე  ნახევარში  ფუნქციონირებს  ხელოვნების  წრე -  ქორეოგრაფიული.  მუშაობს  სპორტული  სექცია  ჭადრაკში.  კომუნიკაციის  ხელშეწყობის  მიზნით,  იგეგმება  მოსწავლეთათვის  ზაფხულის  არდადეგების  პერიოდში  სასკოლო  ბანაკები.  სკოლა  ხელს  უწყობს  მოსწავლეებს  მაქსიმალურად  ჩაერთონ  სპორტულ,  სახელოვნებო  ან  საკლუბო  აქტივობებში.


 3. მოსწავლეთა  უფლება-ვალდებულებანი

 3.1    მოსწავლე  უფლებამოსილია:

        მოითხოვოს  ხელშეკრულებითა  და  სკოლის  განაწესით  განსაზღვრული  პირობები;

     სრულად  იყოს  ჩართული  სასწავლო  პროცესში  და  მისთვის  ხელმისაწვდომი  იყოს   სკოლის  ყველა  ღონისძიება;

     გამოთქვას  საკუთარი  აზრები  და  შეხედულებები  და  დაიცვას  პიროვნული  ღირსება;

     .  უსასყიდლოდ  ისარგებლოს  სკოლის  სერვისებით;

3. 2   ყველა  მოსწავლე  ვალდებულია:

3.2.1     დაემორჩილოს  სკოლაში  არსებულ  შინაგანაწესს  და  მოსწავლეთა  ქცევის  კოდექსს;

3.2.2    მოსწავლე  გაკვეთილებზე  უნდა  გამოცხადდეს  დროულად სასკოლო ფორმით,  თუ  მოსწავლე  საკლასო  ოთახში  არ  იმყოფება  გაკვეთილის  დაწყების  დროს,  იგი  ითვლება  დაგვიანებულად.  მოსწავლე  ვალდებულია  იმყოფებოდეს  სკოლაში  მანამ,  ვიდრე  მას  არ  გაათავისუფლებენ  გაკვეთილებიდან;  პასუხისმგებლობის  თავიდან  აცილება  და  გაკვეთილების  თვითნებურად  მიტოვება,  განიხილება  როგორც  ქცევის  კოდექსის  დარღვევა  და  ითვალისწინებს  დისციპლინურ  სასჯელს.  მოსწავლე  უნდა  იყოს  თავაზიანი  და  ყურადღებიანი  სხვათა  მიმართ.  დაემორჩილოს  სკოლის  დაცვის  სამსახურის  მითითებებს,  მიუღებელია  ქცევა,  რომელიც  ხელყოფს  სხვათა  ფსიქიკურ  და  ფიზიკურ  კეთილდღეობას.  მოსწავლე  ვალდებულია  აკონტროლოს  საკუთარი  მეტყველება,  ქცევა  და  მანერები;  სკოლის  არცერთი  მოსწავლე  არ  სარგებლობს  არანაირი  განსაკუთრებული  პრივილეგიით  (იგულისხმება  გაკვეთილზე  დაშვება,  სასწავლო  პროცესის  გაცდენისას  სკოლის  მიერ  დადგენილი  სანქციების  გამოყენება,  სასკოლო  ღონისძიებებში  ჩართულობის  ხელმისაწდომობა  სკოლაში  მოსვლა-წასვლის  რეჟიმი);

3.3  დაუშვებელია  სკოლაში  გამოცხადება  ფორმის  გარეშე  და  აქსესუარით.  მოსწავლეს  ეკრძალება  სკოლაში  მობილური  ტელეფონის  გამოყენება;

3.4 მოსწავლეს  მოეთხოვება  პატივისცემით  მოეპყროს  სკოლისა  და  სხვათა  საკუთრებას.  მოსწავლე  ვალდებულია  გაუფრთხილდეს  სკოლის  შენობას,  მასში  არსებულ  მოწყობილობებს  და  აღჭურვილობას;

3.5 მოსწავლე  ვალდებულია  სასწავლო  წლის  დასასრულს  სკოლას  დაუბრუნოს  ბიბლიოთეკიდან  გატანილი  ყველა  წიგნი;

3.6 სკოლისა  და  სხვათა  საკუთრებისათვის  ბრალეულად  მიყენებული  ზიანის  გამო  მოსწავლეს  დაეკისრება  ვალდებულება  მიყენებული  ზარალის  ანაზღაურების  მიზნით.

4. მასწავლებელთა  უფლება-ვალდებულებანი:

4.1 მასწავლებელი  უფლებამოსილია  მოითხოვოს  შრომისათვის  უსაფრთხო  და  ჯანსაღი  გარემოს  შექმნა;

4.1.1 მოსთხოვოს  სკოლას  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  პირობების  შესრულება;

4.1.2 გამოთქვას  საკუთარი  აზრები  და  შეხედულებები  და  დაიცვას  პიროვნული  ღირსება;

 4.2 მასწავლებელი  ვალდებულია:

4.2.1 საზოგადოებაში  აღიარებული  ზნეობრივი  ნორმების,  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნების  დაცვითა  და  სკოლის  მიერ  დამტკიცებული  სასკოლო  სასწავლო  გეგმით  წარმართოს  საგნის  სწავლების  პროცესი,  მისცეს  მოსწავლეს  ხარისხიანი  განათლება,  კეთილსინდისიერად  შეასრულოს  ხელშეკრულებით  ნაკისრი  ვალდებულებები;

4.2.2 იზრუნოს  თითოეული  მოსწავლის  პიროვნულ  განვითარებასა  და  მოქალაქეობრივი  ცნობიერების  ჩამოყალიბებაზე;

4.2.3 იზრუნოს  საგნის  სწავლებასთან  დაკავშირებული  საინტერესო  ღონისძიებების,  კონფერენციების  მოწყობასა  და  ორგანიზებაზე;

4.2.4 იზრუნოს  საკუთარ  პროფესიულ  განვითარებაზე;

4.2.5 დაიცვას  მასწავლებლის  პროფესიული  ეთიკის  კოდექსი;

4.2.6 დაიცვას  შრომის  დისციპლინა  და  სკოლის  შინაგანაწესი;

4.2.7 ზუსტად  დაიცვას  გაკვეთილის  რეგლამენტი  (გაკვეთილზე  გამოცხადდეს  დროულად  და  ზარის  შემდეგ  არ  დააკავოს  მოსწავლეები  საკლასო  ოთახებში),  არ  დაუშვას  გაკვეთილის  მსვლელობის  პერიოდში  მოსწავლეთა  უმეთვალყურეოდ  დატოვება,  ან  მოსწავლის  დასჯის  მიზნით,  მისი  გაკვეთილიდან  გამოძევება;

4.2.8 ავადმყოფობის  ან  სხვა  მიზეზით  გაკვეთილის  გაცდენის  შემთხვევაში,  თავისი  შემცვლელის  შერჩევის  მიზნით,  დროულად  აცნობოს  სკოლას  აღნიშნულის  შესახებ;

4.2.9 არ  გაამჟაღვნოს  ის  ინფორმაცია,  რომელიც  მისთვის  ცნობილი  გახდა  სამსახურებრივი  მოვალეობის  შესრულების  დროს,  მათ  შორის  სკოლასთან  დაკავშირებული  ფინანსური,  სასწავლო  პროგრამის  შექმნასა  და  სკოლის  მართვის  პროცესთან  დაკავშირებული  ინფორმაციები;

5. სკოლის  უფლება-ვალდებულებანი:

5.1 სკოლა  უფლებამოსილია  თანამშრომელს/პედაგოგს:

მოსთხოვოს  თანამშრომელს    სამუშაოს  დროული, სრული  და  ხარისხიანი  შესრულება;

5.1.1 ხელშეკრულებითა  და  თანამდებობრივი  ინსტრუქციით  განსაზღვრული  პირობების  შესრულების  მიხედვით  შეაფასოს  თანამშრომელი  და  შეფასების  შედეგების  მიხედვით  განახორციელოს  მის  მიმართ  ამავე  წესით  დადგენილი  ღონისძიებები;

5.1.2 გამოიყენოს  თანამშრომლის  მიმართ  წახალისებისა  და  საჭიროების  შემთხვევაში  დისციპლინური  პასუხისმგებლობის  ზომები.

5.1.3 მაღალკვალიფიციური  პედაგოგების  შერჩევის  მიზნით,  მოაწყოს  კონკურსი, ტესტირება, განახორციელოს  მონიტორინგი;

5.1.4 სასწავლო  პროცესისა  და  სკოლის  ინტერესებიდან  გამომდინარე,  მოსთხოვოს  პედაგოგს  გარკვეული  დავალების  შესრულება  დამატებითი  ანაზღაურების  გარეშე  (კორექციის  ჯგუფებთან  მუშაობა,  თარგმანი,  წერილების  მომზადება,  სხვადასხვა  ინფორმაციის  მოპოვება  და  ა.შ.);

5.2 სკოლა  უფლებამოსილია  მოსწავლეს/მშობელს:

5.2.1 გამოიყენოს  მოსწავლის  მიმართ  წახალისების,  ხოლო  სკოლის  შინაგანაწესის  და  მოსწავლის  ქცევის  კოდექსის  დარღვევის  შემთხვევაში  დისციპლინური  პასუხისმგებლობის  ზომები;

5.2.2 მოსწავლის  მიერ  სასწავლო  პროგრამის  დაუძლეველობის  და, შესაბამისად,  ტესტების/გამოცდების  წარუმატებლად  ჩაბარების  შემთხვევაში,  პედაგოგიური  საბჭოს  გადაწყვეტილებით  ამორიცხოს  მოსწავლე  მოსწავლეთა  სიიდან,  რაც  გახდება  მისი  სკოლიდან  გასვლის  საფუძველი  (საქართველოს  კანონის  ’’ზოგადი  განათლების  შესახებ’’  მე-9  მუხლის  მე-11  პუნქტის  თანახმად  ’’სკოლიდან  გარიცხულ  მოსწავლეს  უფლება  აქვს  სწავლა  განაგრძოს  სხვა  სკოლაში’’);

5.2.3 მოსთხოვოს  მშობელს  მოსწავლის  სასკოლო  ფორმით  უზრუნველყოფა,  არ  დაუშვას  მოსწავლის  სკოლაში  გამოცხადება  სხვა  სახის  სამოსითა  და  აქსესუარით;

5.2.4 მოსთხოვოს  მშობელს  სწავლის  ქირის  დროული  გადახდა  და  მოსწავლის  მიერ  სკოლისათვის  ზიანის  მიყენების  შემთხვევაში,  მისი  ანაზღაურება.

5.3.  სკოლა  ვალდებულია:

5.3.1.  განუხრელად  დაიცვას  საქართველოში  შრომითი  ურთიერთობების  მარეგულირებელი  კანონმდებლობის  მოთხოვნები;

5.3.2  უზრუნველყოს  თანამშრომელი  შრომის  სათანადო  პირობებით,  გადაუხადოს  ხელშეკრულებით  დადგენილი  შრომითი  ანაზღაურება;

5.3.3  ხელი  შეუწყოს  პედაგოგთა  მიზნობრივი  ტრენინგების  ორგანიზებას;

5.3.4  უზრუნველყოს  მოსწავლისათვის  ზოგადი  განათლების  მიღება  უსაფრთხო  გარემოში,  მათი  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  ფიზიკური  სრულყოფის  პირობებში;

5.3.5  მიაწოდოს  მოსწავლეს/მშობელს  სკოლაში  არსებული  მომსახურების  სრული  ნუსხა  და  ხელი  შეუწყოს  მოსწავლეს/მშობელს  შესაძლებლობის  ფარგლებში  მოთხოვნის  დაკმაყოფილებაში;

5.3.6  უზრუნველყოს  მოსწავლის/მშობლის  სისტემატური  ინფორმირება  მოსწავლის  საქმიანობის,  აკადემიური  მოსწრების  შესახებ,  სკოლის  მიერ  დადგენილი  წესით,  განსაზღვრულ  ვადებში,  კონფიდენციალობის  მექანიზმის  დაცვით.

    6. სკოლის  მენეჯმენტის  ვალდებულებები

6.1    სკოლის  მენეჯმენტი  ვალდებულია:

6.1.1        დაიცვას  სკოლის,  სკოლის  თანამშრომელთა,  მოსწავლეთა  ინტერესები,  იზრუნოს  უსაფრთხო  და  კეთილგანწყობილი  გარემოს  შექმნისთვის,  დაიცვას  ეთიკის  ნორმები  მასწავლებლებთან,  მოსწავლეებთან,  მშობლებთან  და  სკოლაში  დასაქმებულ  სხვა  პირებთან  ურთიერთობაში;

6.1.2        უზრუნველყოს  სასკოლო  პროცესის  წარმართვისათვის  ხელსაყრელი,  კომფორტული  და  მაქსიმალურად  აღჭურვილი  გარემო  თანამედროვე  ტექნოლოგიებით  და  სწავლების  მეთოდებით;

6.1.3        დაიცვას  სკოლაში  და  მის  გარეთ  საკუთარი  მოსწავლეების  და  თანამშრომლების  უფლებები.

 7.  სკოლის  პოლიტიკა  თამბაქოს,  ნარკოტიკული  ნივთიერებისა  და  ალკოჰოლური  სასმელების  მოხმარებაზე

7.1    სკოლის  პოლიტიკით,  თანამშრომელს  ეკრძალება  თამბაქოს  მოწევა  სკოლის  ტერიტორიის  ნებისმიერ  ადგილზე.  თანამშრომელს  ასევე  მოეთხოვება  დაიცვას  კომპანიის  პოლიტიკა  ნარკოტიკულ  ნივთიერებათა  გამოყენების  შესახებ.

7.2    თანამშრომელს  და  მოსწავლეს  ეკრძალება  სკოლის  ტერიტორიაზე  ალკოჰოლური  სასმელების,  ცეცხლსასროლი/საომარი  იარაღისა  და  ასაფეთქებელი  ნივთიერებების  შეტანა/გამოყენება.  ასევე  იკრძალება  წამლების  შეტანა/გატანა,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  ისინი  მკურნალობის  მიზნით  ექიმის  მიერაა  დანიშნული.

7.3    თანამშრომლის  მიერ  ნარკოტიკული,  მასთან  გათანაბრებული  საშუალებების,  ასევე,  ალკოჰოლის  გამოყენების  პირველივე  ფაქტის  დაფიქსირებისას  ხელშეკრულება  წყდება  ცალმხრივად  და  დაუყოვნებლივ,  დამატებითი  ახსნა-განმარტების  გარეშე.

 8. წახალისება-დასჯის  პროცედურა

8.1    მოსწავლის  მიერ  სკოლის  შინაგანაწესის,  მოსწავლეთა  ქცევის  კოდექსის,  სკოლაში  არსებული  სხვა  რეგულაციების  თუ  სკოლის  ადმინისტრაციის  მიერ  მიღებული  გადაწყვეტილებების  დარღვევისა  და  სკოლის  თანამშრომლების  დაუმორჩილებლობის  შემთხვევაში,  გამოყენებული  იქნება  მოსწავლეთა  ქცევის  კოდექსით  გათვალისწინებული  დისციპლინური  ზომები:

      მშობელთან  დაკავშირება  და  მასთან  მოთათბირება;

     გასაუბრება  ადმინისტრაციის  წარმომადგენელთან;

     საყვედურის  გამოცხადება/გაფრთხილება;

     გამოსაცდელი  ვადის  დაწესება;

     სკოლის  სერვისით  სარგებლობის  აკრძალვა;

     კონფისკაცია,  სკოლის  ტერიტორიაზე  აკრძალული  ნივთების  შეტანისას  (ჩართული  მობილური  ტელეფონი,  იარაღი,  ალკოჰოლური  სასმელები  და  სხვა);

    8.2  ჩამოთვლილი  კორექციული  ღონისძიებების  ამოწურვის  შემდეგ  საკითხი  განიხილება  სკოლის  პედაგოგიურ  საბჭოზე,  მოსწავლის  სკოლიდან  დათხოვნას  ან   გარიცხვასთან  დაკავშირებით  (საქართველოს  კანონის  <<ზოგადი  განათლების  უფლება  აქვს  სწავლა  განაგრძოს  სხვა  სკოლაში>>);

    8.3  მოსწავლეზე  დაკისრებული  დირციპლინური  სასჯელი  უნდა  იყოს  მოსწავლის  მიერ  ჩადენილი  დარღვევის  თანაზომიერი;

   8.4  სასკოლო  დისციპლინა  დაცული  უნდა  იქნას  იმ  მეთოდების  მეშვეობით,  რომლებიც  ეყრდნობა  მოსწავლის  ღირსების  პატივისცემასა  და  მისი  უფლებების  დაცვას;

   8.5   მოსწავლის  მიმართ  გამოყენებული  იქნეს  წახალისების  შემდეგი  ფორმები:  სიტყვიერი  მადლობა,  წერილობითი  მადლობა,  სიგელი,  ფულადი  და  სხვა  სახის  ჯილდო  და  ა.შ.

 9.   შეფასების  სისტემა

9.1    სკოლის  ადმინისტრაცია  პედაგოგიურ  საბჭოსთან  შეთანხმებით  შეიმუშავებს:

       .  სკოლის  თვითშეფასების,

       . მოსწავლის  ცოდნის  შეფასების;

     . გაკვეთილის  შეფასების,

     . პედაგოგთა  შეფასების,

     . მოსწავლეზე  და  მასწავლებელზე  დაკვირვების  ფორმებს.

   

9.2    მოსწავლის  ცოდნის  შეფასება  წარმოებს  ათქულიანი  სისტემით.  პირველ - მეოთხე  კლასებში  განმავითარებელი  შეფასება - კომენტარი.

10.  სკოლის  მართვა  ხორციელდება  დემოკრატიული  პრინციპების  გათვალისწინებით, ’’კანონის  ზოგადი  განათლების  შესახებ’’  მიხედვით.  სკოლის  უმაღლესი  ორგანოა  პედაგოგიური  საბჭო.  მის  გადაწყვეტილებას  ამტკიცებს  სკოლის  დირექტორი.

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger