სკოლის ისტორია

  •  "პეგასი" აგრძელებს სკოლა "ოქროს ვერძის" მემკვიდრეობას ახალი სახელით.
  • "ოქროს ვერძი" დაარსდა 2000 წელს, რომლის ხელმძღვანელია დირექტორი დემურ ავალიანი. სკოლა შედეგებით ფასდება. ჩვენი კურსდამთავრებულები (მათ შორის ათობით ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი) წარმატებით აბარებენ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს.
  • სკოლამ გაიარა ავტორიზაცია და ხელმძღვანებლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით.
  • გაძლიერებულად ისწავლება ყველა სავალდებულო საგანი.
  • გარდა დადგენილი დისციპლინებისა, არჩევითი საგნებია – გლობალური გეოგრაფია (XII კლ.), მსოფლიო კულტურა (X-XI კლ.), ხელოვნების ისტორია (XI კლ.). დამატებით ისწავლება – ზოგადი უნარები (VII-XII კლ.), უცხო ენები  (გერმანული, რუსული), ჭადრაკი (I-XI კლ.) ინფორმატიკა (II-IV-VII-XII კლ.), ცეკვა (I-VIკლ).
  • სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება პრეზენტაციები და ინტეგრირებული გაკვეთილები, კონფერენციები, დისკუსიები, ინტელექტუალური თამაშები, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიები.
  • მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.

asdasd

asdasd

asdasdasdasdasdas
აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger