სკოლის მისია და მიზანი

  • აღზარდოს ინტელექტუალური, მაღალი ზნეობის, გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე სრულყოფილი პიროვნება.
  • შექმნას შესაბამისი გარემო მოსწავლეთათვის თავისუფალი, შემოქმედი, ინტერკულტურული სამოქალაქო ცნობიერებისა და ტოლერანტობის ჩამოყალიბებისთვის. სწავლა–სწავლების სიღრმისეული შემეცნებისა და ცოდნის ტრანსფერისთვის.
  • შესძინოს კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად ათვსების, მთელი ცხოვრების მანძილზე ახალი ცოდნისა და საჭირო ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.
  • ხელი შეუწყოს მოზარდებში დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბებას, გარემომომცველი სამყაროს, ქვეყნის რელიგიის, ოჯახის სიყვარულისა და ერთგულების გრძნობის გაღვივებას და განვითარებას.
  • მოამზადოს მოსწავლეები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.
  • ეს არის კერძო სკოლა, რომლის ძირითად იდეას წარნმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, სადაც ყველა კურსდამთავრებულს საშუალება ექნება მიიღოს ფუნდამენტური განათლება, რომელიც დააკმაყოფილებს ყოველგვარ თანამედროვე სტანდარტს, სკოლა მზად არის მაღალი ხარისხის თანამედროვე განათლების მისაღებად ყველა აუცილებელი პირობა შეუქმნას მოსწავლეებს.
  • სკოლა "პეგასი" აღზრდის ტოლერანტ, კრიტიკულად მოაზროვნე, ეროვნული ღირებულების მატარებელ, განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებულ მოსწავლეს, მის ცნობიერებას სწორად ჩამოაყალიბებს და შექმნის მაღალზნეობრივ ინდივიდს.
  • იზრუნებს მოსწავლის სულიერი განვითარების, სამოქალაქო და სამართვებრივი აღზრდის ჩამოყალიბებაზე, სკოლის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განვითარებაზე.
  • ბავშვის ცხოვრებას გახდის საინტერესოს, სახალისოს, დატვირთულსა და წარმატებულს.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger