სკოლის პრიორიტეტები

  • ეკოლოგიურად სუფთა, მეგობრული, უსაფრთხო გარემო.
  • უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლას–კაბინეტი.
  • ეფექტური, დინამიკური სასწავლო პროგრამები.
  • სწავლის უმაღლესი ხარისხი და ინოვაციური მეთოდები.
  • პროფესიონალი მასწავლებლები.
  • ყველა დისციპლინის(განსაკუთრებით უცხო ენებისა და მათემატიკის) გაღრმავებული სწავლება.
  • კომპიუტერული პროგრამების შესწავლა.
  • სპორტი(ჭადრაკი,ჩოგბურთი).
  • შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება და ხელშეწყობა.
  • ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად მსოფლიო კულტურისა და ისტორიის შესწავლა.
  • მოსწავლეთა კულტურულ–ესთეტიკური აღზრდა, კონფერენციები, დისკუსიები, ექსპედიციები, ლაშქრობები, ინტელექტუალური თამაშები, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიები.
  • დღის მეორე ნახევარში სააღმზრდელო მომსახურება ერთჯერადი კვებით.
  • პროგრამას ჩამორჩენილ მოსწავლეთათვის სპეციალური სწავლების სისტემა.
  • XI-XII კლასებში დამატებითი მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის(ჯგუფები დაკომპლექტებულია 7–10 მოსწავლით).
  • ტრანსპორტით მომსახურება.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger