ჭადრაკის წრე


      სკოლა პეგასში ფუნქციონირებს ჭადრაკის წრე, რომელსაც  წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს პედაგოგი მინდია ჩხიკვიშვილი. გარდა სავალდებულო გაკვეთილებისა, დღის მეორე ნახევარში დამატებით მუშაობას აგრძელებს საჭადრაკო წრე, რომელშიც 25–მდე ბავშვია გაწევრიანებული.
მწვრთნელის თაოსნობით მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ  თბილისში გამართულ სხვადასხვა საჭადრაკო ტურნირში.
      2014 წლის 12 და 13 აპრილს ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში , სადაც მონაწილეობა მიიღო კერძო სკოლა "პეგასის" რამდენიმე მოსწავლემ.
     მათ შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ანი ეზიაშვილმა, ნინო გოსტამაშვილმა, ლუკა ჩიტიაშვილმა და მარიამ ონიანმა. მათ ჯერ შეასრულეს ბალი და მიენიჭათ მოჭადრაკის წოდება, ხოლო მარიამ ონიანს გადაეცა საპრიზო დგილისათვის ვერცხლის მედალი, დიპლომი და მოჭადრაკის წიგნაკი.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger