სკოლის ფსიქოლოგიური სამსახური

 სკოლა „პეგასის“ ფსიქოლოგიური სამსახური ს აღწერილობა

ფსიქოლოგიური სამსახური ახორციელებდა მუშაობას შემდეგი მიმართულებით:

  • სადიაგნოსტიკო;
  • ფსიქოპროფილაქტიკური;
  • განმავითარებელ ფსიქოკორექციული;
  • საკონსულტაციო;
  • საგანმანათლებლო.

ფსიქოლოგიური სამსახური ძირითადი მიზნები:

  • ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პიროვნების პოტენციალისა და ინივიდუალობის გამოვლენა და ოპტიმალური მიმართულებით წარმართვა;
  • მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების, სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • განვითარების ყოველ ასაკობრივ ეტაპზე მოზარდის სრულყოფილი ფსიქიკური განვითარების ხელშეწყობა და სათანადო მუშაობა მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებსა და ადმინისტრაციასთან;
  • აქტუალური ფსიქოლოგიური პრობლემატიკის ანალიზის საფუძველზე, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება პედაგოგებისა და მშობლებისათვის;
  • პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებისათვის მზაობის დადგენა;
  • პირველკლასელთა სასკოლოს გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა;
  • მოზარდის სწავლაში ჩამორჩენილობის და ასოციალური ქცევის ფსიქოლოგიური მიზეზების კვლევა და შესაბამისი საკორექციო სამუშაოების ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში;
  • მოსწავლეთა და პედაგოგიურ კოლექტივში, მასწავლებელსა და მოსწავლეს, მშობელსა და მოსწავლეს შორის ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის ურთიერთობების გართულების, კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის ფსიქოლოგიური ფაქტორების კვლევა და მათ მოსაგვარებლად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • მოსწავლეთა ინტერესების, მიდრეკილებების, უნარების კვლევა;
  • მოსწავლეთა კონსულტირება თვითგანვითარების, თვითდამკვიდრებისა და თვითაღზრდის საკითხებზე;
  • დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდებთან ფსიქოკორექციული სამუშაოს ჩატარება.

ფსიქოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული ფსიქოსადიაგნოსტიკო  სამუშაოები:

  • მოსწავლეთა სწავლისათვის საჭირო უნარ–ჩვევათა განვითარების თავისებურებების კვლევა. კვლევა ჩატარდა სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს,  I, II, III, IV კლასის თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თითოეულ მოსწავლეზე ჩამოყალიბდა სწავლისათვის საჭირო უნარ–ჩვევათა განვითარების თავისებურებების მოკლე დახასიათება, რაც მოიცავდა აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების სფეროს. აღნიშნული კვლევა დაეხმარა მასწავლებელს  მოსწავლის უნარ–ჩვევათა განვითარების თავისებურებების გამოვლენაში. მათ გაამახვილეს ყურადღება მოსწავლის, როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებზე და შეიმუშავეს შესაბამისი სტრატეგიები მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველსაყოფად.
  • პიროვნების ხასიათის ექსპრეს დიაგნოსტიკა. კვლევა ჩატარდა ჯგუფურად (12–დან 17– წლამდე). კვლევის მონაცემთა დამუშავების საფუძველზე გამოვლინდა მოზარდის ხასიათის მახასიათებლები. თითოეულ მოსწავლეზე დაიწერა შესაბამისი დახასიათება.
  • ხასიათის თავისებურებების დიაგნოსტირება. კვლევა ჩატარდა ჯგუფურად (15–დან 17 წლამდე). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა ხასიათის თავისებურებები: მაღალი აქტივობა, გუნება–განწყობის ცვალებადობა განსხვავებული პერიოდულობით, ქცევის დემონსტრატიულობა, ემოციონალური რეაგირება, ლიდერობისკენ სწრაფვა. თითოეულ გამოკვლეულ მოსწავლეზე დაიწერა დახასიათება.
  • ემოციონალური თავისებურებების დიაგნოსტირება. კვლევა ჩატარდა ინდივიდუალურად. მოსწავლეებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაცია.
  • ღირებულებათა ორიენტაციის განმსაზღვრელი კვლევა.
  • სოციომეტრული კვლევა. კვლევის შედეგად განისაზღვრა ჯგუფის შეჭიდულობის თავისებურებები, გამოვლინდა ჯგუფის გარიყული წევრი და ჯგუფის ლიდერი. ჩატარდა შესაბამისი ფსიქოპროფილაქტიკური სამუშაო, რაც მიზნად ისახაცდა ჯგუფის შეჭიდულობის გაზრდას.

ფსიქოკონსულტაცია:

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებთან სისტემატურად ტარდებოდა, როგორც ინივიდუალური, ასევე ჯგუფური ფსიქოკონსულტაცია სწავლისა და განვითარების საკითხებზე, თვითგამორკვევის, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთდამოკიდებულების, თვითაღზრდის პრობლემებზე.

საგანმანათლებლო:

ფსიქოლოგის მიერ ჩატარდა სემინარი პედაგოგებისთვის  თემაზე: "სწავლისა და განვითარების თეორიები".

სემინარის მიზანს წარმოადგენდა:

  • განვითარებისა და სწავლების თეორეიბის გაცნობა;
  • მიღებული ცოდნის ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით სწავლა–სწავლების პროცესში გამოყენება;
  • მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება.
 


აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger