დირექტორის გვერდი

დემურ

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებ–გვერდით დაინტერესდება. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებით სკოლის გაცნობასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩვენს სკოლაში მოზარდის ინდივიდუალურობა დაფასებულია და დაცულია სწავლების სამივე საფეხურზე.

მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებობს ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა, ნდობა, ურთიერთმხარდაჭერა.

სკოლა პასუხს აგებს, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს ექნება ფუნდამენტური განათლება, გამოიმუშავებს იმ უნარ–ჩვევებს, რომელებიც საშუალებას მისცემს შემდგომში სწავლა გააგრძელოს მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასში" დაიწყო ფუნქციონირება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელმა ჯგუფებმა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.  მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

საშაბათო სკოლა

სკოლა "პეგასში" ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა V- XI კლასების ჩათვლით. მეცადინეობები ტარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. ჯგუფები კომპლექტდება 2-3 მოსწავლისგან.   მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

განცხადება

სკოლა "პეგასთან" არსებული სამუსიკო სტუდია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებმა მიმართეთ დირექციას.

მშობელთა საყურადღებოდ

სკოლა "პეგასი" გთავაზობთ იმ წრეების ჩამონათვალს, რომელთა არჩევის საშუალება გექნებათ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წრე.

 

განათლების სამინისტრო

gamocdebis erovnuli centri

buki

tpdc

xarisxis martva

skoool

bloger