ვიკი-კლუბი
სკოლა „პეგასი“ VIII-XI კლასების მოსწავლეებს სთავაზობს ვიკიპედიის კლუბს. ჩვენს სკოლაში, თბილისის მასშტაბით, გაიხსნა ვიკიპედიის პირველი ოფიციალური კლუბი, რომელიც წარმოადგენს ვიკიპედიის საერთაშორისო ქსელს და არის ამ ქსელის წევრი. კლუბის მთავარი მიზანი არის ქართული ვიკიპედიის გამდიდრება და ახალი სტატიების: ქართული კულტურის, ხელოვნების, ტექნოლოგიების და ნებისმიერი ღირებული ინფორმაციის ვიკიპედიის გუნდისთვის შეთავაზება შემდგომი გამოქვეყნებისთვის.
ვიკი-კლუბის ძირითადი მიმართულებებია:
- კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბება;
- გუნდური მუშაობის ჩამოყალიბება;
- თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის უნარის ჩამოყალიბება;
- პასუხისმგებლობის განვითარება;
- შემოქმედებითი უნარების განვითარება;
- სტატიების შექმნის გამოცდილება;
- მთარგმნელობითი საქმიანობის დაწყება და გაუმჯობესება;
- აკადემიური წერის საფუძვლების დაუფლება.