ხელოვნების კლუბი

სკოლა პეგასი I და II კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ხელოვნების კლუბს. კლუბის საქმიანობა დაფუძნებულია და ემსახურება შემდეგ მიზნებს:

  • კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბება;
  • გუნდური მუშაობის ჩამოყალიბება;
  • თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის უნარის ჩამოყალიბება;
  • პასუხისმგებლობის განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • მოტორიკის განმავითარებელი აქტივობები;
  • სხვადასხვა სახელოვნებო საქმიანობის შესწავლა. მაგალითად: ხატვა, თექა, თიხა.