ეკო-კლუბი
სკოლა პეგასი III-VI კლასების მოსწავლეებს სთავაზობს ეკო-კლუბს. კლუბის საქმიანობა დაფუძნებულია მდგრადი განვითარების კონცეფციაზე და მისი ძირითადი მიმართულებებია:
- მეცნიერული კვლევა-ძიება;
- გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის ხელშეწყობა;
- გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
კლუბს ხელმძღვანელობს ფასილიტატორი. ფასილიტატორთან ერთად კლუბის წევრები ატარებენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს, იღებენ მონაწილეობას კონკურსებსა და კონფერენციებში.
სკოლაში მდგრადი განვითარების ცნობიერების ამაღლების, მოსწავლეთათვის მოტივაციისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით სკოლა პეგასისთვის პრიორიტეტია, კლუბმა ყოველწლიურად მიიღოს მონაწილეობა ნიკო კეცხოველის კონკურსში, რომელიც ერთი მხრივ წაახალისებს ეკო-კლუბელებს, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც სკოლის მისიის შესრულებასა და სკოლაში სისტემურობის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.